სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო განმარტავს, რომ თორნიკე რაზმაძესა და კიდევ ერთ პირს სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავებიან

შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო განმარტავს, რომ თორნიკე რაზმაძესა და ანა ბდეიანს სოციალურ ქსელში პრემიერის, ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავებიან.

უწყების ცნობით, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე მიმდინარეობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლები, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ იმ სამართალდარღვევების გამოსავლენად, რომლებიც მოიცავს როგორც კონკრეტული პირის შეურაცხყოფას, ასევე, საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას.

აღნიშნულის ფარგლებში გამოვლენილია მოქალაქე თორნიკე რაზმაძის და ასევე, ანა ბდეიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე მიმდინარეობს.” – აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის, მანამდე, სამოქალაქო აქტივისტმა, თორნიკე რაზმაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მას „რუსი პროპაგანდისტების“ მისამართით შეურაცხყოფას ედავება. კერძოდ, თორნიკე რაზმაძის ინფორმაციით, შსს-ში შექმნილმა სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმერ სალავიოვის სიტყვიერი შეურაცხოფის ფაქტზე, მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – მივიჩნევთ, რომ თორნიკე რაზმაძის მიმართ, „ფეისბუქ“ კომენტარის გამო ადმინისტრაციული საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს წარმოება და თავი შეიკავოს კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისაგან

არქივი: მარგარიტა სიმონიანი: საქართველოს აღარავინ მოეფერება და იქ ჯარების გაგზავნასაც აღარავინ დაიწყებს. უბრალოდ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ, ისე რომ დიდად არც გაარჩევენ, ვის ან რას ურტყამენ. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ…