ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებას ეხმაურება.
მისი თქმით, აღნიშნული პარტიის გამარჯვება იმაზე მეტყველებს, რომ გერმანელი ხალხი გამოფხიზლდა.
„სხვათა შორის, ეს ქვეყანა გვსაყვედურობდა ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვასთან დაკავშირებით, ვის მიმართაც მტკიცებულებებისა და ფაქტების დონეზეა ყველაფერი გამართული, მთლიანად სარჩელი და ჩვენ თვალწინ გაიარა იმ ტოტალიტარულმა რეჟიმმა.
„ამ პარტიის გამარჯვება მეტყველებს იმაზე, რომ გერმანელი ხალხი გამოფხიზლდა და ისინი უარს ამბობენ ულტრამემარცხენე ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიაზე. უარს ამბობენ უკონტროლო მიგრაციაზე, რომელმაც წალეკა ფაქტობრივად ეს ქვეყანა“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
გერმანიაში, საქსონია-ანჰალტის ფედერალურ მიწებზე ფრიდრიხ მერცის პარტია დამარცხდა, გაიმარჯვა პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“. ახლა ოფიციალურ ბერლინში მერცის გადადგომას ითხოვენ.




