მედია – უკრაინა, საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი უახლოესი კვირების განმავლობაში რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებს შეიმუშავებენ

უკრაინა, საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი უახლოესი კვირების განმავლობაში რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებს შეიმუშავებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, კიევში ემანუელ მაკრონის მრჩევლის, ემანუელ ბონის ვიზიტისა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან მოლაპარაკებებში მისი მონაწილეობის შესახებ წერს.

წყაროს ცნობით, უიტკოფმა და კუშნერმა განაცხადეს, რომ რუსეთში დაგეგმილი სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ მოსკოვის მხრიდან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის ახალი შანსი ჩნდება, ამიტომ, მოლაპარაკებების ახალი დასაწყისისთვის მომზადებაა საჭირო.

როგორც გამოცემა წერს, კიევში შეხვედრებზე უიტკოფსა და კუშნერს მოლაპარაკებების ის პარამეტრები არ დაუზუსტებიათ, რომელზეც რუსეთი თანხმობას აცხადებს, ხოლო საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებმა მოთხოვნების სია ხმამაღლა გააჟღერეს.

ასევე, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების პირობების შემუშავებისთვის მომდევნო კვირების განმავლობაში უკრაინასთან ერთად იმუშავებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: ეხლა რაც ხდება საქართველოში გასცდა ძალაუფლებით აღჭურვილი ქაჯობის თუ ქაჯების მიერ გარემოს ან გნებავთ ქვეყნის კოლონიზაციას და მივიღეთ ქაჯების კულტურული ჰეგემონია

დავით ზურაბიშვილი: ქართველი ვარო რომ იძახი, ეროვნული, მართლმადიდებელი, დედა-ეკლესიას ვიცავ, ოჯახურ ფასეულობებს და ტრადიციებსო, ქალი ქალიაო, კაცი კაციაო და ა. შ. რომ გკითხოს კაცმა, აფხაზეთი და სამაჩაბლოც გტკივა და აღმაშენებლით ამაყობ…