ზაზა ბიბილაშვილი: ირაკლი კობახიძემ, არანაირი წერილობით მტკიცებულება არ არსებობს, რომ გარეჯი აზერბაიჯანს გადავეცითო. ორი კითხვა – ორივე რიტორიკული – და ერთიც კომენტარი…

„ჭავჭავაძის ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზაზა ბიბილაშვილი:
ირაკლი კობახიძემ, არანაირი წერილობით მტკიცებულება არ არსებობს, რომ გარეჯი აზერბაიჯანს გადავეცითო.
ორი კითხვა – ორივე რიტორიკული – და ერთიც კომენტარი:
პირველი – როცა ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას იჭერდით და ციხეში უშვებდით, მაშინ არსებობდა ეგ მტკიცებულება?
მეორე – როცა წინა ხელისუფლებას გარეჯის გაყიდვას აბრალებდით ორგანიზებულად, როცა ამაზე ააგეთ მთელი საარჩევნო კამპანია, მაშინ არსებობდა ეგ მტკიცებულება?
ახლა კი კომენტარი:
ფაქტი ჯიუტია – წინა ხელისუფლების დროს, გარეჯის ქედზე ასვლისა და ქედს იქითა ნაწილში (უდაბნოსა და ჩიჩხუტურში) გადასვლის პრობლემა არ არსებობდა. ქართველები იქ თავისუფლად შედიოდნენ, ათვალიერებდნენ და ლოცულოდნენ.
ქოცის პირობებში, გარეჯის მაგ ნაწილში ვეღარ შევდივართ. კარგად გავიაზროთ ეს – პირველად(!) გარეჯის 1500-წლოვან ისტორიაში ვერ შევდივართ დავითგარეჯას კომპლექსის მნიშვნელოვან ნაწილში. და ეს – იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც გარეჯის გაყიდვას სხვას აბრალებდა.
ველი, როდის ალაპარაკდება ამაზე ირაკლი ღარიბაშვილი. პირი ქვისკენ მიქნია და სალომე ზურაბიშვილსაც ბევრი აქვს ამაზე სათქმელი. სხვა თუ არაფერი, ეგ რუსული სპეცოპერაცია სწორედ მან – ბიძინას ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის “პრინციპულმა არჩევანმა” – დაიწყო.