განახლება: დააკავეს კაცი, რომელსაც უაქციზო სიგარეტით ვაჭრობას ედავებიან.
თვითმხილველის მონათხრობით, „უფორმო პოლიციელები“ გარემოვაჭრისთვის რამდენიმე ბლოკი უაქციზო სიგარეტის წართმევას ცდილობდნენ. ფინანსური პოლიციელებისგან თავის დასაცავად კაცმა სხვა გარემოვაჭრეებს დახმარება სთხოვა, რასაც მოჰყვა დაპირისპირება.
გარემოვაჭრე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევა დღეს, 2 სექტემბერს მოხდა „ბათუმი პლაზასთან“.