საბა ჯიქია საპროტესტო აქციას პარლამენტთანაც შეუერთდა, სადაც მას სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და აქტივისტები შეხვდნენ.
2024 წლის საპროტესტო აქციებში მონაწილე საბა ჯიქია 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს და ბრალად პოლიციელზე ძალადობა წარუდგინეს. 2025 წლის ივლისში მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მას 4.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საბას პატიმრობა ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.
დაპატიმრებისას საბა 18 წლის იყო. 19 და 20 წლის დაბადების დღეები მან საპატიმროში გაატარა.




