დავით ჯინჭარაძე: რა კარგია ,,ტვ იმედი” ისლანდიით რომ დაინტერესდა. აჭარისხელა ქვეყანა, სადაც მოქალაქეებმა კონსტიტუცია Google Doc-ით ერთობლივად დაწერეს

“ერთი ხალხი – ერთი საქართველოს” წევრი, დავით ჯინჭარაძე:
რა კარგია ,,ტვ იმედი” ისლანდიით რომ დაინტერესდა.
აჭარისხელა ქვეყანა, სადაც მოქალაქეებმა კონსტიტუცია Google Doc-ით ერთობლივად დაწერეს.
სადაც თავსხმა წვიმაშიც უშვებენ მშობლები ბავშვებს, რადგან არ ეშინიათ ბუნებირივი კატასტროფების.
სადაც მძვინვარე ვულკანი კი არა, აქტიური ვულკანებიც აქვთ, მაგრამ სახელმწიფო ზრუნავს ადამიანების დაცულობაზე.
სადაც ჯარიც კი არ ჰყავთ, მაგრამ საერთაშორისო მოკავშირეებთან ისე კარგად არიან, არც სჭირდებოდათ აქამდე.
სადაც ყველაზე ბედნიერი და ყველაზე მდიდარი ხალხი ცხოვრობს – ერთი პატარა ჰამბურგერი 50 ლარი ღირს, მაგრამ ვინც მაგ ჰამბურგერს აკეთებს, იმისი ხელფასი საქართველოს ნებისმიერ მოსახლეზე ბევრად მეტია.
და ბოლოს, ეს არის ქვეყანა, რომელიც ნამდვილად იყო ვულკანებს და ცივ ყინულს შორის გაჩხერილი ქვა, რომელიც ისლანდიელებმა ააყვავეს. საქართველოზე ვერავინ იტყვის, რომ ქვაა – ჩვეულებრივი სამოთხეა, რომელიც გაჩეხეს და გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: მამუკა მდინარაძის წასვლის შემდეგ, დაგეგმილი ცვლილებები აღარ განხორციელდება და მისი მასშტაბის ადამიანი აღარ არის მოაზრებული, რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კი ერთად უფრო ქმედითი იყო