ნატალია ქუთათელაძე: ჩემი ოჯახის თხოვნა/მოთხოვნა გაითვალისწინოთ და ამ საცოდავი, გამწარებული, უკვე უნიჭო კაცის ნაბოდვარს ნუ შეუწყობთ ხელს გავრცელებაში

ნანი ბრეგვაძის ოჯახის პასუხი პროპაგანდას – ლეგენდარული ქართველი მომღერლის შვილიშვილი, ნატალია ქუთათელაძე “უცნობის” მიერ გავრცელებულ ვიდეოს “მდაბიო იუმორით გაკეთებულს” უწოდებს.

“ჩემი ოჯახის თხოვნა/მოთხოვნა გაითვალისწინოთ და ამ საცოდავი, გამწარებული, უკვე უნიჭო კაცის ნაბოდვარს ნუ შეუწყობთ ხელს გავრცელებაში” – წერს ნატალია ქუთათელაძე.

ძვირფასო მეგობრებო, ნაცნობებო თუ უცნობებო, ვრცელდება ძალიან მდაბიო იუმორით გაკეთებული ვიდეო,სადაც მცდელობაა ნანის დაცინვის.
უმორჩილესად გთხოვთ, განსაკუთრებით სხვადასხვა მედია საშუალებებს, პორტალებს და ფბ გვერდებს,თავი შეიკავოთ გავრცელებისგან, ამით თქვენ უფრო მეტ ყურადღებას უთმობთ ამ უნიჭობას და ხელს უწყობთ ეს ამბავი გახდეს სალაპარაკო.ნანის არავისი დაცვა არ სჭირდება, ის
დიდი ღირსების და სწორი ღირებულებების ადამიანია.
ზოგადად, უკიდურესი მდგომარეობაა რაც საზოგადოებას გვჭირს, თითქოს ერთმანეთის დასამარებით ვხარობთ… ეს კი, ნამდვილად ტრაგედიამდე მიგვიყვანს.
მართალია ოცნების პოლიტიკამ მოგვიყვანა აქამდე, მაგრამ ჩვენ თავად ხელს ვუწყობთ უფრო მეტად დავუპირისპირდეთ ერთმანეთს.
მოკლედ გთხოვთ, ჩემი ოჯახის თხოვნა/მოთხოვნა გაითვალისწინოთ და ამ საცოდავი, გამწარებული, უკვე უნიჭო კაცის ნაბოდვარს ნუ შეუწყობთ ხელს გავრცელებაში🤍
მადლობა”, – წერს ნატალია ქუთატელაძე. 

სუხიშვილების და ნინო ქათამაძის შემდგ, პროპაგანდამ სამიზნეში ლეგენდარული ქართველი მომღერალი ამოიღო.

“ოცნების” პროპაგანდისტმა “უცნობმა” ნანი ბრეგვაძეს და ფესტივალ “ოფენ ეარს” “ეი აის” მიერ გაკეთებული ვიდეო-რგოლით “დასცინა”.