სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
35 მლნ. ლარის 70 უძრავი ქონება, 17 ავტომობილი, 125 ძვირფასეულობა და ფერწერული ტილო, ანგარიშებზე განთავსებული თანხები.
ეს ქონება სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილს, ანდრია ლილუაშვილს სასამართლომ ჩამოართვა. ის 1 თვის წინ დამნაშავედ ცნეს და 12 წელი მიუსაჯეს.
ოცნების პროკურატურის მტკიცებით, თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის სანაცვლოდ, გრიგოლ ლილუაშვილმა ბიძაშვილისგან ქრთამის სახით 1,3 მლნ. $ მიიღო.
სასამართლომ დაადგინა, რომ ანდრია ლილუაშვილმა ფულის გათეთრების მიზნით, ქოლ-ცენტრებისგან მიღებული უკანონო შემოსავლების ინვესტირება საკუთარ კომპანიებში მოახდინა.
საინტერესოა, რომ დაკავებული ანდრია ლილუაშვილი გახლავთ მინისტრის, დავით სონღულაშვილის ძმის, იოსებ სონღულაშვილის ბიზნეს-პარტნიორი. ორი კომპანიის მეწილეები არიან.
მინისტრის კომპანიას 120 000 ლარი აქვს ოცნებისთვის შეწირული. თავად მინისტრი ნაციონალური მოძრაობის შემწირველია. მისმა ძმამ და მამამ კი, ოცნებას 270 000 ლარი შესწირეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოჯახი და მილიონერი პარლამენტარი გოჩა ენუქიძე ცხენისწყალზე 5 ჰესს აშენებენ
მათ შორის, რამდენიმე ჰესზე ნებართვა თავად მინისტრმა მისცა საკუთარი ძმის კომპანიას. ხოლო, განკარგულებებს ხელი ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
კობახიძემ კორუფცია მანახეთო. ვერა და ვერ პოულობს, არადა, თავად არის მისი ხელმომწერიც და მფარველიც.




