სალომე სიმონია: ორივე შვილი ამერიკაში გაუჩნდა… დეკლარაციის მიხედვით, ფლობს: 320 000 ლარს ნაღდი ფულის სახით…

სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
ორივე შვილი ამერიკაში გაუჩნდა და წელიწადში 35 216 ლარს მათ სწავლაში იხდის დეპუტატი ალუდა ღუდუშაური.
დეკლარაციის მიხედვით, ფლობს:
● 320 000 ლარს ნაღდი ფულის სახით
● 193 000 ლარის 2 მანქანას
● 120 000 ₾ მხოლოდ რემონტისთვის
● 116 914 ლარი წლიური ხელფასი
● 7 500 ლარად იარაღი შეუძენია
● 4 მაჯის საათს. თითოს ფასი 10 000 ლარზე მეტია.
● 3 ბინა, 3 მიწის ნაკვეთი.
მართალია, საკუთარ შვილებს კერძო, ძვირადღირებულ სკოლაში ასწავლის, მაგრამ სამაგიეროდ, ბავშვები სნოში წლებია სკოლის გარეშე არიან.
უკვე წელს უნდა გახსნილიყო სნოს სკოლა, მაგრამ აგვისტოს დასაწყისში ჩავიდნენ და ადგილობრივებს ამცნეს შენობას საერთოდ დავანგრევთო.
კიდევ რამდენი წელი მოუწევთ იქაურ ბავშვებს სათადარიგო შენობაში სწავლა, არავინ იცის. ამასობაში, ღუდუშაურის შვილები ალბათ, ამერიკაში გააგრძელებენ სწავლას, როგორც იქაური მოქალაქეები.
ჩვენს შვილებს, კი ისევ საკუთარ იაფ მუშა-ხელად განიხილავენ- უხარისხო სასკოლო ფორმითა და კიდევ უფრო უხარისხო განათლების სისტემით.
P.S. ადგილობრივების უკმაყოფილების შემდეგ, გუშინ თქვეს: დანგრევის გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არისო. არადა, სულ რაღაც 2 კვირით ადრე ამტკიცებდნენ – მიღებულიაო და ღუდუშაურიც ამას უმტკიცებდა ხალხს.