ლევან სუთიძე: უნდა დაუწეროთ ქადაგებები. კათოლიკოს-პატრიარქი აცდება მრავალ არასაჭირო უხერხულობას ასე. მინიმიმ, ორაზროვანი მაინც არ იქნება ვეჩხუბოთ თუ ვაქოთ

“ტაბულა”-ს რედაქტორი ლევან სუთიძე:
არ შეიძლება კათოლიკოს-პატრიარქმა წარმოთქვას დაუწერელი ქადაგებები XXI საუკუნეში. ის აღარ უქადაგებს ერთი ტაძრის მრევლს, სადაც შეიძლება მისი სიტყვები ბევრად სწორად იქნას გაგებული. ძველი პატრიარქები, როცა იცოდნენ, რომ ერს მიმართავდნენ, ქადაგებებს წერდნენ და მათ ასწორებდა სფიჩრაითერების არმია. კირიონის ყველა ქადაგება არ ხდებოდა ნაციონალური ნიუსი.
უნდა დაუწეროთ ქადაგებები. ასე არ შეიძლება. გიჟები კი არ არიან რომსა და კონსტანტინოპოლში.
რატომ არ შეიძლება კვერექსის წარმოთქმისას დიაკონი დაეყრდნოს მხოლოდ საზეპირო ცოდნას და არ ჩაიხედოს კონდაკში? რატომ არის აუცილებელი გინგილის შემართვა? იმიტომ კი არა, რომ დიაკვნები ჩამორჩენილი სახეობის არიან და ცხრაასჯერ წარმოთქმულ კვერექსს ვერ იმახსოვრებენ, იმიტომ, რომ ღვთის ერის წინაშე პასუხისმგებლობა მოითხოვს ამას.
კათოლიკოს-პატრიარქი აცდება მრავალ არასაჭირო უხერხულობას ასე. მინიმიმ, ორაზროვანი მაინც არ იქნება ვეჩხუბოთ თუ ვაქოთ.
ცნობისათვის, გარდაცვალება ეს არის გადასვლა უკეთეს სამყაროში, მარადისობაში – მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად იმის მაგივრად, რომ იყოს ამ დიდი საიდუმლოების წინაშე მოწიწება და ლოცვითი განწყობა, არის ხოლმე შფოთი, აურზაური და შიში. ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით, ზოგჯერ ასეც ხდება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვის შემდეგ ქადაგებისას აღნიშნა.როგორც მან თქვა, გარდაცვალება არის ადამიანის მესამე დაბადება მარადიულ ცხოვრებაში.