ირაკლი კირცხალია – უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რამხელა მანქანა მუშაობდა და ახლაც ცდილობს იმუშაოს, რომ ქვეყანაში რეალურ დემოკრატიას ძირი გამოუთხარონ

უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რამხელა მანქანა მუშაობდა და ახლაც ცდილობს იმუშაოს, რომ ქვეყანაში რეალურ სუვერენიტეტსა და რეალურ დემოკრატიას ძირი გამოუთხარონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის ფეისბუკპოსტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ყოველთვის გვახსოვდეს ვინ არიან და ვინ გვესუაბრება დღეს დომოკრატიის და ევროპული ღირებულებების საფარ ქვეშ და ვინ არის ის დაფინანსებული აგენტურა, რომელიც ევროკავშირის დროშის ქვეშ სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან დარბოდნენ.
“რა გასაკვირია, როდესაც გაშიფრული, აგენტურული ქსელი ჩვენს საზოგადოებას ბოდიშს არ მოუხდის. მნიშვნელოვანია, ქრონოლოგიურად შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, თუ ვინ გვესაუბრება დემოკრატიის სახელით და რას წარმოადგენენ ე.წ. პარტიები, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებიდან არის თავის განშტოებებში გადანაწილებული სხვადასხვა სახელი და გვარი. ყველა, ვინც დღეს გვევლინება ამ აგენტურული ქსელის ე.წ. პარტიული ნაწილით, 100%-ით არიან აპელირებული იმ დავალების მიმღებებთან, ვინც გვიგეგმა და ვინც გვიწერა სცენარები.
უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რამხელა მანქანა მუშაობდა და ახლაც ცდილობს იმუშაოს, რომ ქვეყანაში როგორმე ძირი გამოუთხარონ რეალურ სუვერენიტეტსა და რეალურ დემოკრატიას“, – განაცხადა კირცხალიამ.
ლევან მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში დაწერა: „აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები! უკვე იმდენად ღია და დაუფარავია ქვეყნის არევასთან დაკავშირებული თქვენი ქმედებები, რომ თქვენივე მხარდამჭერების დიდი ნაწილიც კი აცნობიერებს, რომ საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი „ქართული ოცნებაა“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით“.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება