არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი:
ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს, ჯვარზე ტანჯულ მაცხოვარს არ დავიწყებია დედა, თავის მოწაფეს ეუბნება, აჰა დედა შენი, ანუ იზრენე დედაჩემზე, როგორც შენს დედაზეო. და მოწაფე ზრუნავდა მარიამზე თვით სიკვდილამდე. შიო მესამე კი ღვთისმშობლობას მეუბნება, რომ ჩემს ავამტყოფ დედაზე არ ვიზრუნო, მედიკამენტებით ტკივილი არ შევუმსუბუქო, დიალეზზე კვირაში სამჯერ არ ვატარო. პირდაპირ კუბო უყიდეო. ჰოი საოცრება, არცერთ წმიდა მამას არ უთქვამს მომაკვდავ ადამიანზე არ იზრუნოო, შეიძლება ბევრი წმიდა მამა საკუთარ ავადმყოფობაზე არ ზრუნავდა, მაგრამ სხვისი სნეულების მიმართებით უზრუნველი არავინ ყოფილა.
აბა დოროთეს თავისი მოწაფე დოსითე ეტყვის, მითხრეს , რომ ჩემს ავადმყოფობას თოხლო კვერცხი შელისო და არ მომცე, რადგან გულითქმა მაქვსო, (კვერცი მიღების.)
აბა დოროთე დაეთანხმა, თოხლო კვერცხი არ მიცა, რადგან მოწაფემ თხოვ, მაგრამ წერია, აბა დოროთე სხვა უკეთეს საშუალებებს ეძებდა, რომ მოწაფისთვის ემკურნალა.
არ ვიცი, ან მე მიშველეთ ან შიო მესამეს, ჩვენ ორიდან რომელიმე მართლა ცუდად არის.
ცნობისათვის, გარდაცვალება ეს არის გადასვლა უკეთეს სამყაროში, მარადისობაში – მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად იმის მაგივრად, რომ იყოს ამ დიდი საიდუმლოების წინაშე მოწიწება და ლოცვითი განწყობა, არის ხოლმე შფოთი, აურზაური და შიში. ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით, ზოგჯერ ასეც ხდება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვის შემდეგ ქადაგებისას აღნიშნა.



