“მდინარაძის გადადგომა კობახიძის საბოლოოდ ჩარეცხვის პრელუდიაა” – როგორ აფასებენ მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ანალიტიკოსები?

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, ვიცე-პრე­მი­ე­რი და რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს და პო­ლი­ტი­კი­დან მი­დის.

მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ, რო­მე­ლიც ბო­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის პოსტს იკა­ვებ­და, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს და პო­ლი­ტი­კი­დან მი­დის. მდი­ნა­რა­ძის თქმით, 10 წელი, რაც ის პო­ლი­ტი­კა­შია, შრო­მის, სამ­შობ­ლოს ერ­თგუ­ლე­ბის და მე­გობ­რებ­თან ერ­თად დიდი საქ­ვეყ­ნო საქ­მის კე­თე­ბის 10 წელი იყო. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლა­ზე “ბოლო რამ­დე­ნი­მე კვი­რაა ფიქ­რობს”. მდი­ნა­რა­ძემ დღეს გა­ნა­ცხა­და ისიც, რომ ძა­ლებს სხვა სფე­რო­ში, მათ შო­რის ბიზ­ნეს­ში მო­სინ­ჯავს. პო­ლი­ტი­კა­ში მის შე­საძ­ლო დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მუ­ლი კი­თხვა­ზე პა­სუ­ხად კი აღ­ნიშ­ნა, რომ რომ ეს უკი­დუ­რე­სი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. “ვფიქ­რობ, ცოტა დას­ვე­ნე­ბას და სა­კუ­თარ ოჯახ­ზე ზრუნ­ვას ვიმ­სა­ხუ­რებ. ჩემი შვი­ლე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლად, უჩე­მოდ გა­ი­ზარ­დნენ. თუ ძა­ლი­ან დავ­ჭირ­დე­ბი გუნდს და სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ იქ­ნე­ბა, მარ­ტო ამ შემ­თხვე­ვა­ში დავ­ბრუნ­დე­ბი“, – გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

“ჩემი გა­დად­გო­მა ნამ­დვი­ლად ჩემი ინი­ცი­რე­ბუ­ლი იყო“, – თქვა მდი­ნა­რა­ძემ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ, 26 აგ­ვის­ტოს, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს ესა­უბ­რა, ხოლო დღეს, 27 აგ­ვის­ტოს დი­ლით – პარ­ტი­ის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­სა და კო­ბა­ხი­ძეს ერ­თად.

“ჩემი პო­ზი­ცია დღეს არ იყო ისე­თი, რომ შემ­ცვლე­ლი ვერ გა­მო­ე­ძებ­ნათ“, – თქვა მდი­ნა­რა­ძემ მთავ­რო­ბა­ში რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე – “რომ მე­ფიქ­რა, გუნდში არა­ვი­ნაა, ვინც ჩემს გარ­და რე­გი­ო­ნებს მი­ხე­დავს, ნამ­დვი­ლად არ მი­ვი­ღებ­დი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას“.

პო­ლი­ტი­კი­დან წა­რუ­ლი მდი­ნა­რა­ძე უარ­ყოფს, რომ მისი გა­დად­გო­მა ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა და კვლავ ამ­ტკი­ცებს, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­თვის წე­რი­ლი არ გა­უგ­ზავ­ნია:

“არა­ვის­თვის არას­დროს გა­მიგ­ზავ­ნია წე­რი­ლი. პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბით, მსგავ­სი სა­კი­თხე­ბით მე არას­დროს ვყო­ფილ­ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი“.

“შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ 10 წელი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კა­ში ვი­ყა­ვი, იყო შრო­მის, სამ­შობ­ლოს ერ­თგუ­ლე­ბი­სა და მე­გობ­რებ­თან ერ­თად დიდი საქ­ვეყ­ნო საქ­მის კე­თე­ბის 10 წელი“, – თქვა მდი­ნა­რა­ძემ. “დავ­ბრუნ­დე­ბი, თუ ძა­ლი­ან დავ­ჭირ­დე­ბი გუნდს და სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ იქ­ნე­ბა“, – დას­ძი­ნა მან.

ელ­ვი­სე­ბუ­რად და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი მდი­ნა­რა­ძის “შინ წას­ვლა­ზე“ მით­ქმა-მოთ­ქმა ჯერ კი­დევ მა­შინ და­ი­წყო, როცა გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი სუს-იდან გა­უშ­ვეს და არარ­სე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სო­ბა შეს­თა­ვა­ზეს. ზო­გი­ერ­თი მის გაშ­ვე­ბას ღა­რი­ბაშ­ვი­ლი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ წე­რი­ლებს უკავ­ში­რებს, თით­ქოს­და, მდი­ნა­რა­ძემ წე­რი­ლე­ბი “ბოს­თან“ შე­უ­თან­ხმებ­ლად შე­უგ­ზავ­ნა ექ­სპრე­მი­ერს, რი­თაც პარ­ტი­ას პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნა და ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და და “გა­ი­წია გვერ­დზე“. ბო­რო­ტი ენე­ბი იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ამ შე­მოდ­გო­მით თა­ნამ­დე­ბო­ბას ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეც და­ემ­შვი­დო­ბე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე 2025 წლის 3 სექ­ტემ­ბერს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნა.

სუს-ის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მას პრე­მი­ე­რი სპე­ცი­ა­ლურ წო­დე­ბენს ანი­ჭებ­და – 2026 წლის 20 აპ­რი­ლის­თვის მდი­ნა­რა­ძე სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი გახ­და.

2026 წლის 21 აპ­რილს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მთავ­რო­ბა­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ მდი­ნა­რა­ძე ვიცე-პრე­მი­ე­რად და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრად ინიშ­ნე­ბა.

29 ივ­ლისს კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მდი­ნა­რა­ძე რე­გი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ი­კა­ვებ­და.

  • გია ხუ­ხაშ­ვი­ლი: “მდი­ნა­რა­ძის გა­დად­გო­მა არის კო­ბა­ხი­ძის სა­ბო­ლო­ოდ ჩა­რე­ცხვის პრე­ლუ­დია”

“მდი­ნა­რა­ძის გა­დად­გო­მა არის კო­ბა­ხი­ძის სა­ბო­ლო­ოდ ჩა­რე­ცხვის პრე­ლუ­დია, ერ­თგვა­რი ანონ­სი და მეტი არა­ფე­რი, პრინ­ციპ­ში მისი გა­დად­გო­მის სა­მიზ­ნე არის კო­ბა­ხი­ძე – ის არის ერ­თგვა­რად სახ­ლში მარ­ტოდ დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია მარ­ტო გა­ა­ფუ­ჭოს, გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იქ არა­ვინ არაფ­რი­სას არ მის­ცემს – ბი­ძი­ნა დიდ­ხანს მარ­ტოს სახ­ლში მას არ და­ტო­ვებს”, – ასე შე­ა­ფა­სა “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან”პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, და­ტო­ვოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა და პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვი­დეს.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მდი­ნა­რა­ძის გა­დად­გო­მა პრო­ცე­სე­ბის ლო­გი­კუ­რი გაგ­რძე­ლე­ბა და სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მისი ოდი­სეა რე­ა­ლუ­რად უკავ­შირ­დე­ბო­და კო­ბა­ხი­ძეს და კო­ბა­ხი­ძის სტე­რი­ლი­ზა­ცი­ი­სა და იზო­ლა­ცი­ის პრო­ცესს.

“ეს ლო­გი­კუ­რი გაგ­რძე­ლე­ბაა იმ პრო­ცე­სე­ბის, რაც მიმ­დი­ნა­რე­ობს. პრინ­ციპ­ში, მდი­ნა­რა­ძე ნაკ­ლე­ბად სა­ინ­ტე­რე­სოა იმი­ტომ, რომ მისი ეს ბოლო ეპი­ზო­დე­ბი კო­მი­კურ ხა­სი­ათს ატა­რებ­და და გა­სა­გე­ბი იყო, რი­თაც და­ას­რუ­ლებ­და. მაგ­რამ აქ მთა­ვა­რი კი­თხვა კო­ბა­ხი­ძის მი­მართ ის­მის. ვისი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრია კო­ბა­ხი­ძე?! ერ­თა­დერ­თი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი, ვინც ჰყავ­და, იყო მდი­ნა­რა­ძე, მეტი მთავ­რო­ბა­ში მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში აღა­რა­ვინ აღარ არის. ის არის ერ­თგვა­რად მარ­ტო სახ­ლში დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია მარ­ტო გა­ა­ფუ­ჭოს, გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იქ არა­ვინ არაფ­რი­სას არ მის­ცემს. შე­სა­ბა­მი­სად, მდი­ნა­რა­ძის გა­დად­გო­მა არის კო­ბა­ხი­ძის სა­ბო­ლო­ოდ და­ცუ­რე­ბის პრე­ლუ­დია, ერ­თგვა­რი ანონ­სი და მეტი არა­ფე­რი. თა­ვად მდი­ნა­რა­ძე არა­ფერს არ წარ­მო­ად­გენ­და და პრინ­ციპ­ში, მისი გა­დად­გო­მის სა­მიზ­ნე არის კო­ბა­ხი­ძე. ბი­ძი­ნა დიდ­ხანს მარ­ტოს სახ­ლში მას არ და­ტო­ვებს.

კო­ბა­ხი­ძე ისე­დაც დიდი ხა­ნია გამ­ზა­დე­ბუ­ლია ჩა­სა­რე­ცხად. “ჩა­რე­ცხვას“ ტერ­მინს იმი­ტომ ვხმა­რობ, რომ ბი­ძი­ნას­თვის ასეა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. მარ­ტოა სახ­ლში დარ­ჩე­ნი­ლი იმი­ტომ, რომ მთავ­რო­ბა ტექ­ნი­კუ­რია, მას მთავ­რო­ბა­ში არა­ვინ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, არა­ვინ ემორ­ჩი­ლე­ბა დიდი ხა­ნია უკვე. ტექ­ნი­კუ­რი მთავ­რო­ბაა, პო­ლი­ტი­კუ­რი კომ­პო­ნენ­ტი აღარ არის დარ­ჩე­ნი­ლი. მე არ ვა­კე­თებ იმის პროგ­ნოზს, რომ ხვალ ან ზეგ მოხ­დე­ბა ეს, იმი­ტომ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, ბუ­ნებ­რი­ვია, უნდა აჰ­კი­დოს ის ცოდ­ვე­ბი, რაც ბოლო პე­რი­ოდ­ში დაგ­როვ­და და ამ ცოდ­ვებ­თან ერ­თად უნდა გა­ის­ტუმ­როს, რა­ღაც ბო­ნუ­სი ხომ უნდა მი­ი­ღოს მისი წას­ვლი­დან და რო­დის მი­ი­ღებს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ცალ­კე თე­მაა, მაგ­რამ ის, რომ კო­ბა­ხი­ძე მარ­ტოა სახ­ლში დარ­ჩე­ნი­ლი, აქ ორი აზრი არ არის, რომ გა­და­ხე­დოთ მთავ­რო­ბის შემ­დგენ­ლო­ბას, ამის გა­აზ­რე­ბა ძნე­ლი არ არის.

ეჭვი მე­პა­რე­ბა, რომ მდი­ნა­რა­ძეს სუს-ში რა­ი­მე გავ­ლე­ნა ჰქონ­და, რომ რე­ა­ლუ­რად ის აკონ­ტრო­ლებ­და სუს-ს, ეს ასე არ იყო. ის ისე წა­მო­ვი­და სუს-იდან, რომ მე მგო­ნი დღემ­დე არ იცის ეს რა ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა. შე­სა­ბა­მი­სად, მე ვფიქ­რობ, რომ იქ იმ ტი­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებ­და, რომ ძა­ლი­ან და­ძა­ბა სის­ტე­მა­ში სა­ვა­რა­უ­დოდ სი­ტუ­ა­ცია, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ კა­რი­ე­რუ­ლი სუს-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­რი­გი ვარ­სკვლა­ვის­თვის წლე­ბი მუ­შა­ო­ბენ და ეს ორ კვი­რა­ში გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი გახ­და, გა­სა­გე­ბია, იქ რა ხდე­ბო­და. სუს-იდან წა­მოს­ვლის შემ­დეგ, ის ფაქ­ტობ­რი­ვად ნო­მი­ნა­ლურ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე იყო, ჰა­ერ­ში იყო და დიდი ხანი ჰა­ერ­ში აბურ­თა­ვებ­დნენ. რე­ა­ლუ­რად მდი­ნა­რა­ძის მთე­ლი ეს ის­ტო­რია, ოდი­სეა უკავ­შირ­დე­ბო­და კო­ბა­ხი­ძეს და კო­ბა­ხი­ძის სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, კო­ბა­ხი­ძის იზო­ლი­რე­ბის და დღეს ფაქ­ტობ­რი­ვად არის სი­ტუ­ა­ცია, რო­დე­საც კო­ბა­ხი­ძე რე­ა­ლუ­რად არა­ფერს აკონ­ტრო­ლებს, ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც შე­ეძ­ლო და­ლა­პა­რა­კე­ბო­და მთავ­რო­ბა­ში, იყო მდი­ნა­რა­ძე დარ­ჩე­ნი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ის ახლა არის ბავ­შვი, მარ­ტო სახ­ლში დარ­ჩე­ნი­ლი, რო­მელ­საც ასან­თი ჯერ კი­დევ უჭი­რავს, მაგ­რამ ეჭვი მე­პა­რე­ბა, რომ ვინ­მემ ახლა მა­ინც და მა­ინც კო­ცო­ნის დან­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს. მდი­ნა­რა­ძის გა­დად­გო­მა არა­ფერს არ ნიშ­ნავს, ეს არის პრე­ლუ­დია კო­ბა­ხი­ძის ჩა­რე­ცხვის“, – გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

  • “მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეს პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი რა­მის გაძ­ლე­ბა მო­უ­წია…”

ნი­კო­ლოზ მეტ­რე­ვე­ლი, ანა­ლი­ტი­კო­სი:

“მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეს პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი რა­მის გაძ­ლე­ბა მო­უ­წია. იყო პე­რი­ო­დე­ბი, რო­დე­საც მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­სა და პო­ზი­ცი­ებს ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იზი­ა­რებ­და და იყო სა­კი­თხე­ბიც, რომ­ლებ­ზეც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობ­და. ეს პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლია და ვფიქ­რობ, სწო­რედ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბია პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის ბუ­ნებ­რი­ვი თან­მდე­ვი. თუმ­ცა ერთი რამ ნამ­დვი­ლად უნდა აღი­ნიშ­ნოს, მან ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში თა­ვი­სი კვა­ლი და სა­კუ­თა­რი ხელ­წე­რა და­ტო­ვა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იგი არა ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან და რთულ პრო­ცეს­ში იყო ჩარ­თუ­ლი და თა­ვი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში სა­კუ­თა­რი როლი შე­ას­რუ­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, პირ­ველ რიგ­ში პა­ტი­ვი უნდა ვცეთ მის არ­ჩე­ვანს. ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს უფ­ლე­ბა, თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ამ ეტაპ­ზე მი­ი­ღოს ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­საც თა­ვად სწო­რად მი­იჩ­ნევს. მინ­და, მად­ლო­ბა ვუ­თხრა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეს. პო­ლი­ტი­კა დრო­ე­ბი­თია, ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი კი უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ვუ­სურ­ვებ მას წარ­მა­ტე­ბას და სიმ­შვი­დეს. და­ნარ­ჩენს კი, რო­გორც ყო­ველ­თვის, დრო შე­ა­ფა­სებს“.