დასავლეთი სომხეთის მიმართ შანტაჟის პოლიტიკას ატარებს, რაც სრულად შეესაბამება მის არაკეთილსინდისიერ თამაშს, რომლის მიზანიც სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან რუსეთის განდევნაა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
„დიდი ალბათობით, სომხეთის ხელისუფლებას უბრალოდ აშანტაჟებენ. ეს სრულად შეესაბამება დასავლეთის დედაქალაქების არაკეთილსინდისიერ თამაშს, რომლის მიზანიც სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან რუსეთის განდევნაა“, – განაცხადეს უწყებაში.
სამინისტროს მტკიცებით, ერევნის არგუმენტები, რომ რუსეთისთვის რკინიგზის მართვის კონცესიის მინიჭება ხელს უშლის მას ლოგისტიკურ ინიციატივებში მონაწილეობაში, სინამდვილეს არ შეესაბამება.




