პარტია „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერი, სიმონ ჯანაშია:
თუ ხართ აბიტურიენტი, რომელმაც წლევანდელ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური ზღვარი გადალახა და მაინც ვერ ჩაირიცხეთ უნივერსიტეტში, შეავსეთ ეს კითხვარი, რომ ერთად ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ თქვენ წელსვე მოგეცეთ შანსი, რომ უმაღლესებში სწავლა დაიწყოთ.
თქვენ წელს ვერ ჩაირიცხეთ იმიტომ, რომ ქართულმა ოცნებამ ხელოვნურად შეზღუდა უნივერსიტეტებში ადგილები. ეს უსამართლობა ერთად უნდა დავამარცხოთ და შევეცადოთ, ვაიძულოთ ოცნება, რომ უნივერსიტეტებს თქვენთვის მისაღები ადგილები გაუხსნას ან დაუმატოს.
გაგვიზიარეთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები და ინფორმაცია თქვენი საგამოცდო შედეგების შესახებ ამ კითხვარის მეშვეობით. https://forms.gle/hWPBKQiFbZjhE34WA




