ნიკა გვარამია: საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, კობახიძე იძულებული გახდა, თავისი გადაწყვეტილებით უნივერსიტეტებში ჩარიცხოს ის 1795 აბიტურიენტი, ვინც ეროვნულ გამოცდებზე გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი

ნიკა გვარამია:
საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, კობახიძე იძულებული გახდა, თავისი გადაწყვეტილებით უნივერსიტეტებში ჩარიცხოს ის 1795 აბიტურიენტი, ვინც ეროვნულ გამოცდებზე გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ გაუკუღმართებული რეფორმის გამო სახელმწიფომ გარეთ დტოვა.
ვულოცავ ყველა აბიტურიენტს!
განათლების სისტემამ კი საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა.
ვულოცავ საზოგადოებას ამ გამარვებას!
ცნობისათვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აბიტურიენტებს, რომელთაც გადალახეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას აძლევს.