ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს

სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მანაგაძე:
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ და მიზანმიმართულად რეპუტაციის შემლახავ ტყუილს.
მიუხედავად ანტიდემოკრატიულ რეჟიმს დაქვემდებარებული სასამართლოს მიმართ არსებული სამწუხარო ნდობის კრიზისისა, ვფიქრობ, არცერთი ამგვარი გამოვლინება არ უნდა იყოს დატოვებული სამართლებრივი რეაქციის გარეშე.
მადლობა ნიკა თომასიანი-ს იურიდიული მხარდაჭერისთვის!

ასევე დაგაინტერესებთ