ისრაელის პრემიერის ადმინისტრაცია – ანტისემიტი დიქტატორი ერდოღანის საცოდავ მცდელობას, დააშინოს ისრაელის ლიდერები და ჯარისკაცები, შედეგი არ ექნება

ანტისემიტი დიქტატორი ერდოღანის საცოდავ მცდელობას, დააშინოს ისრაელის ლიდერები და ჯარისკაცები, შედეგი არ ექნება, – ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადებაში თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოხსენიებულია როგორც „ანტისემიტი დიქტატორი, რომელიც მასობრივად ჟლეტს ქურთებს, თავშესაფარს აძლევს „ჰამასის“ ტერორისტებს, კვიპროსის ნახევარი აქვს ოკუპირებული და რეკორდული რაოდენობის ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს აპატიმრებს, რომლებიც მის წინააღმდეგ არიან განწყობილნი“.

„ერდოღანის საცოდავ მცდელობას, დააშინოს ისრაელის ლიდერები და ჯარისკაცები, ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ნამდვილი დემოკრატია, შედეგი არ ექნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული განცხადება თურქეთსა და ისრაელს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე გაკეთდა, რაც სირიაში ისრაელის საჰაერო დარტყმებსა და თურქეთის გადაწყვეტილებას უკავშირდება, მოითხოვოს „ინტერპოლისგან“ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი.

ცნობისთვის, 21 აგვისტოს თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ „ინტერპოლს“ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გენოციდის ბრალდებით „წითელი ცირკულარის“ გაცემა მოითხოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს