სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
მაშინ როცა ვეტერანების სამსახურის ჩინოვნიკს 2,2 მილიონი ანგარიშზე უდევს. ამ დროს, აგვისტოს ომის მონაწილე ქალბატონი უკანასკნელ საცხოვრებელს კარგავს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი ანგარიშზე 2,2 მილიონის გარდა, კიდევ ფლობს:
● 1 მილიონი ლარის 8 მანქანას
● 400 000 ლარი ნაღდი ფული
● 435 000 ლარის 2 მანქანა გაყიდა
● 19 მიწის ნაკვეთი. 6 ბინა. 3 სახლი
● 15 კომპანიის წილები
● 5 მილიონ ლარამდე დახმარება მიიღო მისმა კომპანიებმა სახელმწიფო პროგრამებიდან.
სამაგიეროდ, არანაირი ხელშეწყობა და დახმარება არ აქვთ ვეტერანებს. სულ პირიქით, თვეში დამცინავ 100 ლარს იღებენ მხოლოდ. ასე უფასდებათ ქვეყნისთვის თავდადება.
ამ ქალბატონის დედას სიმსივნე დაუდგინდა, ჩაწოლილს უვლიდა, 200 ლარი სჭირდებოდა თურმე დღეში. სხვა საშუალება არ ჰქონდა და სესხი აუღია. დედას ვერ უშველა და სესხიც დააწვა.
აგვისტოს ომის მონაწილე, ვეტერანი ქალბატონი, 2 შვილით, ამ მილიონერი ჩინოვნიკებით სავსე ქვეყანაში ჭერს კარგავს და ღია ცის ქვეშ რჩება. ალბათ სავსებით ლოგიკურიცაა.
დღეს ფერისცვალებაა და ერთადერთი რასაც ვისურვებდი – ქართველების უძვირფასეს თვისებას, გასაჭირში ერთმანეთის თანადგომისა არასდროს ეცვალოს ფერი.
ვისაც შეგიძლიათ, თანხის ჩარიცხვა ხდება შემდეგ ანგარიშებზე:
ფეიფალი: http://paypal.me/sonakalandadze
მიმღები: სონა კალანდაძე
ასევე, თვალი ადევნეთ Gota-ს გვერდს. სიახლეებს იქ ნახავთ.

