პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სალომე სიმონია: ბატეთის ტბა "ოცნების" ყოფილმა მაღალჩინოსანმა ჩაიგდო ხელში

სალომე სიმონია: ბატეთის ტბა "ოცნების" ყოფილმა მაღალჩინოსანმა ჩაიგდო ხელში
სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
ბატეთის ტბა "ოცნების" ყოფილმა მაღალჩინოსანმა ჩაიგდო ხელში.
მთლიანი ტბა - 27 813 კვ.მ. და ტბის გარშემო კიდევ 4.2 ჰექტარი მიწა 19 წლით გადაეცა შპს ბატეთი რეზორტს.
ვინ არიან კომპანიის მფლობელები❓️
🔴"ბატეთი რეზორტის" ერთ-ერთი მფლობელი არჩილ კბილაშვილია.
ის 2012 წელს „ოცნების“ სიით პარლამენტის წევრი გახდა. მალევე მთავარ პროკურორად დაინიშნა და ამ პოზიციას 2013 წლამდე იკავებდა.
🔴მეორე მეწილეა კესანე ფიფია, რომელიც 45%-იან წილს ფლობს.
კესანე ფიფია გახლავთ გოჩა ფიფიას ქალიშვილი. გოჩა ფიფია 2004-2008 წლებში პარლამენტის წევრი იყო. ის ასევე, შპს ზეარის დამფუძნებელია.
კესანე ცოტა ხნის წინ დაქორწინდა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ გიორგი ღურწკაიაზე, რომელიც, რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი სააფთიაქო ქსელის, „ერკაფარმის“ ყოფილი მფლობელია.
გიორგის მამა, ომარ ღურწკაიაც ბიზნესმენი და „იმპერია-ფარმას“ დამფუძნებელია, რომელიც რუსეთის უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიების ათეულში შედიოდა.
-------------------------------------------------------------
„ბატეთი რეზორტი“ 1 კვ. მეტრში ყოველწლიურად 60 თეთრს გადაიხდის იჯარით სარგებლობისთვის. პირობების მიხედვით, არანაკლებ 4 მილიონი ლარის ინვესტიცია გაკეთდება.
ტერიტორიის გამოყენება შეუძლიათ საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებისთვის. ტბასთან დროებითი ეკო-კოტეჯების, კაფე-რესტორნის, აუზისა და პარკინგის განთავსების უფლება ექნებათ.
ფოტო: ©️ თორნიკე ქოჩქიანი
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.