ჟურნალისტი თამო კეშელავა:
ყველამ იცით, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა და ცხედარი იპოვნეს რამდენიმე დღის მერე, ცხელოდა, არ მოვყვები რა დახვდათ ადგილზე მისულებს, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ ნიმუშები აიღეს მანქანაში, მათ შორის ისეთიც, რომელსაც მძაფრი სუნი უნდა ჰქონოდა, ვერასოდეს გამოიცნობთ, სამხარაულის ექსპერტი საიდან აღებულ ნიმუშზე წერს, რომ ჰქონდა განსაკუთრებულად მძაფრი, სპეფიციკური სუნი – არა, ეს არ იყო მანქანის შიდა მხარე, არც სისხლის ნიმუში, ბოდიში, არც მატლის ნიმუში იყო ეს, წარწერას განსაკუთრებული სუნის მქონე ნიმუშზე ხვდები მხოლოდ მანქანის ერთი–ერთი კარის გარედან აღებულ ნიმუშზე, კერძოდ, კარის გასახსნელიდან.
ვკითხე საქმის პროკურორს მაშინ, დაინტერესდა თუ არა, ჰკითხა თუ არა ექსპერტს მერე, გაგრძელდა თუ არა კვლევა ამ მიმართულებით მერე და მითხრა, კითხვა ვერ გავიგეო.
გავიმეორე და რა მნიშვნელობა აქვს, ეგ რას ცვლისო.
იმას, რომ შესაძლოა, საქმე გვქონოდა ქიმიური საშუალებებით გაწმენდასთან კარის გარედან, თანაც ერთი კარის, თანაც უახლოეს პერიოდში, ანუ, მანქანის პოვნამდე ცოტა ხნით ადრე და ეს უკვე თვითმკვლელობის ვერსიას სრულად გამორიცხავდა,
რამე ვერსია ხომ უნდა ჰქონოდათ, ლოგიკური, ან ალოგიკური, როგორ მოხდა, რომ ამდენი გახრწნილი უჯრედის ნიმუში აიღეს და ყველაზე მძაფრი და სპეციფიკური სუნი ქონდა ნიმუშს, მანქანის მხოლოდ ერთი კარის გარეთა ნაწილიდან აღებულს?
ან სპეციფიკურიო რომ გიწერს ექსპერტი, არ უნდა ჰკითხო რა იგულისხმა? – რისი სპეფიკურიო?
პ.ს.
ბრიფინგზე ხდებოდა ეს და ქოცი კოლეგები ყიყინებდნენ, უკან, რა კითხვებია ახლა ეს, რა შუაშიაო, “ეხმარებოდნენ” პროკურორს თავისივე ბრიფინგზე, პროკურორს რომელმაც ისიც კი არ თქვა, 5 ნაწყვეტი რომ გვაჩვენა ვიდეოდან, რომლებიც თავად აარჩია ასეულობით ვიდეოდან და წადგვიდგინა, რა დროს იყო ეს ვიდეოები გადაღებული, მითხრა არ ვიციო და მე გეტყვით, ბატონო, აქედან 2 მინიმუმ საფრანგეთშია გადაღებული და საფრანგეთში როდის იყო, რამდენი წლის წინ, ხომ ვიცით–თქო… სხვა გზა არ ჰქონდა და კი დამეთანხმა. დაგვიბარა ვიდეოების სანახავად, რომელსაც გადაღების თარიღიც კი არ ჰქონდა და ამტკიცებდა არ ვიციო…
თუმცა, ვიდეოებზე ცალკე დავწერ. ძალიან საინტერესო რამე მოხდა მაშინ იმ ვიდეოებზე.




