ლიეტუვის თავდაცვის უწყება – ლიეტუვაში დისლოცირებულმა ნატო-ს გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდო

დღეს დილით, ლიეტუვაში დისლოცირებულმა ნატო-ს გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ჩვენს ნატო-ელ მოკავშირეებთან ერთად, ვიცავთ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებას და მზად ვართ, ვუპასუხოთ ახალ საფრთხეებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ლატვიის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნატო-ს საჰაერო თავდაცვის მისიის ფარგლებში მოქმედმა გამანადგურებლებმა ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ლატვიის, საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს. ლატვიის შეიარაღებულ ძალებს დრონის ან მისი წარმომავლობის შესახებ დეტალები ჯერ არ გაუვრცელებია.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…