სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
ძვირფასო ანდრო (მახათაძე),
იცი,
გუშინ ქუჩაში რომ მიდიოდი
და ვიღაცების ყვირილმა შეგაწუხა,
ეგ ‘ვიღაცები’,
ასეულობით დღეა,
რუსთაველზე დგანან და სამშობლოს იცავენ
სწორედ იმ პუტინისგან,
ვისზეც თავმომწონედ შესძახე:
“დიდება პუტინსო”!
დიდებაო!
დიდება პუტინსო ხალხო 
იმ პუტინს, ბომბებს რომ აკურთხებინებს და უკრაინაში ამ ბომბებით
ბავშვებს ხოცავს!
ჰოდა უკრაინას რომ შევეშვათ
და ჩვენს სამშობლოზე გითხრა:
იცი,
გუშინ 10 აგვისტო იყო,
აგვისტოს დღეები,
მძიმეა ქართველებისთვის.
2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში,
დაიღუპა:
170 ჯარისკაცი;
14 პოლიციელი
და 228 სამოქალაქო პირი.
150 000 ადამიანი, დევნილად იქცა,
20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა.
იცი, აგვიატოს ომის მთელი ეს სქემა,
პიტინს წლებით ადრე,
უკვე თაროზე ჰქონდა შემოდებული,
თუ არ იცი,
გაგახსენებ,
რომ ჯერ კიდევ 1 აგვისტოს,
ქართველი ბიჭების, პოლიციელების ავტომანქანა აგვიფეთქეს რუსებმა,
მუდმივი ცეცხლი იყო გახსნილი ქართული სოფლების მიმართულებით.
7 აგვისტოს, მოლაპარაკების მაგიდაზე თითქოს დასხდნენ,
მაგრამ საღამოს 10 საათზე,
ისევ ცეცხლი გაგვიხსნეს
და ასობით ქართველი ჩაგვიხოცეს ამ ომში,
მერე პუტინი ადგა და ქ.ოცნებას აიძულა,
მიდით,
თქვით,
რომ ომი 8 აგვისტოს დაიწო და თქვენ ქვეყანას დააბრალეთ ომის დაწყებაო
და ამათაც ქნეს..
მაგრამ ეს სხვა ისტორიაა,
მე ახლა საქმე შენთან მაქვს,
იმიტომ,
რომ მას შემდეგ,
რაც ეს შენი კადრები ვნახე,
სულ მეფიქრება,
რომ
“კაცია ადამიანი”?!
იცი,
შენ რომ გუშინ “სლავა პუტინ”
იძახდი ამაყად,
წინა დღეს,
9 აგვისტო იყო,
9 აგვისტოს მოგვიკლეს ანწუხელიძე..
ჰო, ალბათ არ გახსოვს,
ან არ გინდა გახსოვდეს,
მაგრამ პუტინის ბრძანებით დაწყებულმა ომმა,
ანწუხელიძე მხოლოდ იმიტომ მოკლა,
რომ ანწუხელიძე ქართულ დროშას,
ფეხით არ შედგა,
ამის გამო,
აწამეს
და მოკლეს…
ჰოდა გუშინ მეფიქრებოდა,
ნუთუ ანწუხელიძე რომ იცოდა მოკლავდნენ
და სამშობლოს ეწირებოდა,
იფიქრებდა იმას,
რომ მის ქვეყანაში,
ვიღაც, ფულზე გაყიდული კომფორმისტი,
მისი წამებით სიკვდილის დღეებში,
“დიდება პუტინს” იძახებდა მეთქი?!
აგვისტოს ომის დღეებში,
როცა უამრავმა ქართველმა დედამ,
შავი ჩაიცვა,
როცა ანწუხელიძეს დედამ თქვა:
მაინც გავუშვებდი ჩემს შვილს,
რომელიც სამშობლოს დაიცავდაო,
ამ წარმოუდგენლად დიდი სიტყვების შემდეგ,
უბრალოდ წარმოუდგენლად საშინელი რამ იკადრე!
“კაცია ადამიანი”?!
ასობით სამოქალაქო პირი,
საკუთარ სახლში დაიბომბა და მოკლეს რუსებმა
და
“დიდება პუტინსო”
იძახი და თან ისე ირონიით უყურებ ქუჩაში მიმავალ,
დაღლილ მომიტინგეებს,
თითქოს ისინი ტილები ყოფილიყვნენ
და თავი მოგაბეზრეს…
ძვირფასო ანდრო,
შენ შეიძლება ქართული ოცნება
სასათბურე პირობებში გამყოფებს,
ძვირფასი სასტუმროები გაქვს,
რუსებზე ანუ ოკუპანტებზე აქირავებ
და ჩალის ფასად გიღირს ამ ქვეყნად
სამშობლოს დაცვა,
მაგრამ მაინც,
რომ იცოდე,
აგვისტოს ომის დღეებში,
“დიდება პუტინსო” რომ მიაძახო
ხალხს,
რომელიც საკუთარ ქვეყანაში,
ოკუპაციას აპროტესტებს,
სულ მცირე,
უღირსობაა!
ფულზე არ უნდა გაიყიდო, არა?
შენ შეიძლება ფულის გამო,
მყარად გრძნობ თავს
და ძვირფასი პერანგი გაცვია,
მაგრამ ძვირფასო,
გეტყვი,
რომ დევნილი
აზა ბებოს ფეხის ფრჩხილადაც არ ღირხარ,
იმიტომ,
რომ ის ადამიანია
და შენ?!
აჰ,
შენ,
“კაცია ადამიანი?!”
ზოგი კაცი, არ!
და შენ ის ‘ზოგი’ ხარ!
ძვირფასო ანდრო,
ქართული ოცნება წავა,
პუტინიც წავა
და კიდევ ბევრი წყალი ჩაივლის
და არავის დაავიწყდება ქართველი კაცი,
რომელიც,
აგვსტოს ომის დღეებში,
“დიდება პუტინსო”
იძახდა,
გილოცავ!
პ.ს. ძვირფასო ანდრო,
ალბათ მიხვდით,
რომ “ძვირფასო” ისეთივე ზედმეტია ამ ტექსტში,
როგორც თქვენი სიტყვები
ომგამოვლილ საქართველოში,
რომ:
“Слава Путину!”




