კობა ლიკლიკაძე აგვისტოს ომის დროს, გორის ჰოსპიტლის შესახებ განცხადებაზე – არათუ არაკორექტული იყო ჩემგან, არამედ სამხედრო მედიკოსების ღვაწლი შელახა – ეს იმ კატეგორიის შეცდომაა, რომელიც, ალბათ, იშვიათად დამიშვია – დამნაშავე ვარ

ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს და მედიკოსებს ბოდიშს უხდის.

ლიკლიკაძე აცხადებს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ექიმების წასვლის შესახებ მის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ სამხედრო მედიკოსების ღვაწლი შელახა.

“ეს განცხადება არათუ არაკორექტული იყო ჩემგან, არამედ სამხედრო მედიკოსების ღვაწლის შელახვა იყო. ეს განზრახვა არ მქონია. სიტყვა გამომრჩა, მაგრამ როგორი კონტექსტიც არ უნდა ყოფილიყო, ეგრევე მოვიხადე ბოდიში.

ეს იმ კატეგორიის შეცდომაა, რომელიც, ალბათ, იშვიათად დამიშვია და მომსვლია ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობის განმავლობაში. დამნაშავე ვარ”, – განაცხადა კობა ლიკლიკაძემ.

ცნობისთვის, საუბარია კობა ლიკლიკაძის მიერ ტელეკომპანია “პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე. მოგვიანებით კობა ლიკლიკაძემ განმარტა, რომ პირდაპირ ეთერში საუბრისას სიტყვა გამორჩა, კონტექსტი არასწორად იყო აღქმული და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: ამ წუთებში, ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს კოლუმბიის პერეირას რეგიონში. პირველადი შეფასებით, მომხდარი 7.4 მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, ათასობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი (ვიდეო)

ზაზა ბიბილაშვილი: კალაძემ, რუსულენოვან ბლოგერს “აბსოლუტურად შემთხვევით” შევხვდი, კაფეში ყავის საყიდლად(!) შევედი და იქ მოვიდაო. “შემთხვევით” რომელიმე უკრაინელი ბლოგერი ან ამერიკელი ჟურნალისტი რომ შეხვედროდა, მიატოვებდა საქმეს?