გია ხუხაშვილი: გორის ჰოსპიტალის ყველა ექიმი, მედდა, სანიტარი – ყველა გმირია! სხვათაშორის, ერთადერთი, ვისაც შევხვდით დაცლილ ქალაქში სწორად კობა ლიკლიკაძე იყო

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი:
რაც შეეხება გორის ჰოსპიტალის ექიმებს, ჩემს ისტორიას მოგიყვებით:
10 აგვისტოს მე და ლაშა ტუღუში გორში ჩავედით. ქალაქი სრულად ევაკუირებული იყო. ადმინისტრაციის შენობას დიდი ბოქლომი ედო. დაცლილი ქუჩები, სახლები…
ვეძებდით სიცოცხლეს…
და ის ვიპოვეთ გორის ჰოსპიტალში.
მიუხედავად იმისა, რომ წუთი წუთზე რუსების შემოსვლის მოლოდინი იყო, ჩვენი ექიმები თავდაუზოგავად შრომობდნენ 2-3 დღის უძილარი.
იქ არ იყო შიშის ადგილი, მხოლოდ თავგანწირვა.
პროზექტურაშიც შეგვიყვანეს და იქ დავიტირეთ ქართველი გმირები…
გორის ჰოსპიტალის ყველა ექიმი, მედდა, სანიტარი – ყველა გმირია!
სხვათაშორის, ერთადერთი, ვისაც შევხვდით დაცლილ ქალაქში სწორად კობა ლიკლიკაძე იყო.
ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაფერი უკუღმა დაუნახავს…

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: მამუკა მდინარაძის წასვლის შემდეგ, დაგეგმილი ცვლილებები აღარ განხორციელდება და მისი მასშტაბის ადამიანი აღარ არის მოაზრებული, რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კი ერთად უფრო ქმედითი იყო