დიმიტრი მედვედევი – ცნობილია, თუ რად იქცა ჰალსტუხების მღეჭავი ყოფილი ქართველი მეფუკა და როგორ მოექცნენ მისი პატრონები – კიეველი სისხლისმღვრელი ჯამბაზიც თავისი უბადრუკი „კარიერის“ დასასრულისკენ მიიწევს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, დასავლეთის პოლიტიკა რუსოფობიასა და რუსეთის განადგურების სურვილზეა დაფუძნებული, რისთვისაც ისინი კრიმინალებს ქირაობენ.

მედვედევმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ გასაკვირი არ არის, რომ მსგავს ბრძოლაში ფსონებს ნაძირალებზე ჩამოდიან.

„ევროპელი ფარისევლები ბანდიტებს, მკვლელებსა და ტერორისტებს ქირაობენ. ეს უვარგისები კი სულელები და ამბიციურები არიან. მათი მართვა და მოგვიანებით მოშორება მარტივია. მხოლოდ დაფინანსების არხების გადაკეტვა და მათგან საჯაროდ გვერდზე გადგომაა საჭირო, როგორც კი ვითარება ჩიხში შევა. გავიხსენოთ სააკაშვილის ბედი. მსგავსი სამარცხვინოები, როგორიც ის და კიეველი ნარკომანია, კოლექტიური დასავლეთისთვის სახარჯი მასალები არიან. კარგად ცნობილია, თუ რად იქცა ჰალსტუხების მღეჭავი ყოფილი ქართველი მეფუკა და როგორ მოექცნენ მას მისი პატრონები. ახლა ის უკიდურესად საცოდავ სანახაობას წარმოადგენს. კიეველი სისხლისმღვრელი ჯამბაზიც არაფრით უკეთესი არ არის და თავისი უბადრუკი „კარიერის“ დასასრულისკენ აქტიურად მიიწევს“, – აღნიშნა მედვედევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად

ხატია დეკანოიძე – მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რამხელა საფრთხე შეიძლება იყოს, თუ ირანის ფინანსური ინსტიტუტები რაიმე სახით აძლიერებს ივანიშვილის ანტიეროვნული ხელისუფლების ფინანსურ სტაბილურობას