ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლალი მოროშკინა: ვაგვიანებთ, ძალიან ვაგვიანებთ... დავაგვიანეთ ოსებთან და აფხაზებთან დიალოგი. დავაგვიანეთ რუსებთან მოლაპარაკება. ტრამპთანაც კი დავაგვიანეთ...

ლალი მოროშკინა: ვაგვიანებთ, ძალიან ვაგვიანებთ... დავაგვიანეთ ოსებთან და აფხაზებთან დიალოგი. დავაგვიანეთ რუსებთან მოლაპარაკება. ტრამპთანაც კი დავაგვიანეთ...
ლალი მოროშკინა:
ვაგვიანებთ, ძალიან ვაგვიანებთ...
ბარამიძეს დაჭერა დავაგვიანეთ და მივიღეთ აფხაზეთიდან ლანძღვა-გინება, გახსნილი ჭრილობა, კვლავ ძაძებში გახვევის პერსპექტივა.
დავაგვიანეთ ნაცების დასჯა-დღეს ისინი გვსჯიან, თან ყველა ფრონტზე, საწადელიც თითქმის მიღწეულია. წამზომი ჩართულია.
დავაგვიანეთ ფაშისტური მედიების აკრძალვა,
მათ მიკროფონების მაგივრად ალესილი გელიოტინა უჭირავთ და არსასურველ პერსონაჟებს პირდაპირ თავს აცლიან.
დავაგვიანეთ ნაც.მოძრაობის კონსტიტუციური აკრძალვა,
რატომ და ვინ აფერხებს-როტორიკული შეკითხვაა.
დავაგვიანეთ ბესო ხარძიანის რეაბილიტაცია, ისევე როგორც ასობით სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლის..
დავაგვიანეთ საგარეო ურთიერთობების მოწესრიგება, ნორმალური ლიბისტების აყვანა.
დავაგვიანეთ ერდოღანთან პრინციპულ საკითხებზე მოლაპარაკება და დღეს აშკარად გვიტევს.
დავაგვიანეთ ოსებთან და აფხაზებთან დიალოგი.
დავაგვიანეთ რუსებთან მოლაპარაკება.
ტრამპთანაც კი დავაგვიანეთ...
რაც მთავარია გაწბილებული 2012-იანელების მოფერება დავაგვიანეთ...
არავის ეგონოს რომ ყველაფერი წყნარად,"გადაბარებულად" ჩაივლის!
არავის ქონდეს იმის ილუზია, რომ კოდორივით დავტოვებთ სამშობლოს მანქურთების ხელში.
შიდა და გარე მტერმა უნდა იცოდეს, რომ "იატაკქვეშეთს"
არ ძინავს!
ან ფარით ან ფარზე!
დიდება გმირებს!
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.