გიორგი შაიშმელაშვილი: ემოციურად მძიმეა, მაგრამ საერთაშორისო შედეგებისთვის გაცილებით ნაკლები ზიანის მომტანია რას დაწერს ირაკლი კობახიძე რუსოფობიაზე და რას იტყვის თეა წულუკიანი გიორგი ანწუხელიძეზე, ვიდრე ის რა მდგომარეობაშიც 2022 წლამდე ვიყავით

პარტია „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი შაიშმელაშვილი:
ვკითხულობ ჩემი მეგობრების, საუკეთესო პატრიოტების აგვისტოს ომზე დაწერილ პოსტებს და ყველგან ჩანს, რომ რუსეთმა ამ ომის საინფორმაციო ფრონტი აქვე ჩვენს სიღრმეში – თბილისში გადმოგვიტანა.
ომი, რომ დამთავრდა ვებრძოდით კრემლის გავრცელებულ პროპაგანდას მოსკოვში, Russia Today – ის პროპაგანდას ევროპის დედაქალაქებში, გაზპრომის მოსყიდულ პოლიტიკოსებსა და ბიოროკრატებს მთელ მსოფლიოში. ეს ომი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა ჩვენი და უპირველეს ყოვლისა ჩვენი ამერიკელი მეგობრების დახმარებით 2022 წლამდე.
2022 წელს უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ, მთელი ეს რუსული აგენტურა დამარცხდა დანარჩენ მსოფლიოში, ამიტომ საინფორმაციო ცრუ ნარატივების გავრცელების სიმძიმე – ადგილობრივებზე გადმოვიდა.
ემოციურად მძიმეა, მაგრამ საერთაშორისო შედეგებისთვის გაცილებით ნაკლები ზიანის მომტანია რას დაწერს ირაკლი კობახიძე რუსოფობიაზე და რას იტყვის თეა წულუკიანი გიორგი ანწუხელიძეზე, ვიდრე ის რა მდგომარეობაშიც 2022 წლამდე ვიყავით.
ამიტომ, არანაირად არ არის გადაჭარბებული ამ ვითარებაში იმის თქმა, რომ ჩვენი წინააღმდეგობა ახლა რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთი ფაზაა და რუსთაველზე გამარჯვების შემდეგ, საკუთარი სიმართლისა და ქვეყნის საბოლოო დეოკუპაციისთვის მოქმედება, ბევრად უფრო მეგობრულ საერთაშორისო გარემოში მოგვიწევს.
დიდება გმირებს!
თუშეთი
07.08.2026

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ზაქარეიშვილი – შეუძლებელია ბარამიძის განცხადება შეესაბამებოდეს სინამდვილეს, ეს არის მისი მოსაზრება, აბსოლუტურად ამოვარდნილი რეალობიდან – არ მიმაჩნია, რომ ამის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას