ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა:
მაპატიეთ, მაგრამ მგონი რეალობის შეგრძნება დაკარგა ერმა. მესამე დღეა მხოლოდ ერთ შემზარავ ტრაგედიას განიხილავს, როდესაც ქვეყანა ხელიდან გვეცლება და ათობით ათასი ქართველის ტრაგედიის ნიველირების პროცესი მიდის. რუსებმა მეტანიები აკეთეს სინანულის ნიშნად და ამიტომ დაივიწყეთ ყველაფერი და შემწყნარებლები გახდით ოკუპანტის და მისი ინტერესების გამტარებელი ხელისუფლების მიმართ? წაიკითხეთ ლავროვის განცხადება და მერე სიტყვა- სიტყვით შეადარეთ კობახიძის და პაპუაშვილის ტექსტებს! და კითხვა დაუსვით საკუთარ თავებს რა გინდათ საერთოდ?




