ნორვეგიის საგარეო უწყება – საქართველოში, 18 წლის შემდეგაც კი, ოკუპაცია გრძელდება – მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ. 18 წლის შემდეგაც კი, ოკუპაცია გრძელდება, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოში, ისე უკრაინაში, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და პატივი სცეს მისი მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ