გია ჯაფარიძე: ტიპი გამოვიდა, დეპუტატს უწოდებს თავის თავს, და თქვა, დაგეგმილი იყო დენის გათიშვა და განზრახ არ შეგატყობინეთო. ანუ იცოდნენ და გაწირეს ადამიანები. აქ არ გაჩერდა, მე თვითონ ლიფტში გავიჭედე და მიხარიაო

დიპლომატი გია ჯაფარიძე:
ტიპი გამოვიდა, დეპუტატს უწოდებს თავის თავს, და თქვა, დაგეგმილი იყო დენის გათიშვა და განზრახ არ შეგატყობინეთო. ანუ იცოდნენ და გაწირეს ადამიანები. აქ არ გაჩერდა, მე თვითონ ლიფტში გავიჭედე და მიხარიაო. ანუ ტიპმა იცოდა, რომ დაგეგმილი გათიშვა მოხდებოდა და ამ დროს შევიდა ლიფტში, გაიჭედა და უხარია 🙂
ახლა მეორე ამბავი. ჯერ ამბობდნენ, ევროპა არ გვინდა, ქართველ კაცებს გაათხოვებენო. ახლა თქვეს, ევროპა არ ვარგა, ცოლს ხელი თუ გაუშვი, ეგრევე მიეპარება ვინმეო. ამას რომ ამბობენ იმ დროს უამრავი დედა, და, ცოლი, შვილი მარტოა წასული, გაჭირვებისგან გახიზნულია ევროპაში. კაცებსაც ათხოვებენო და ცოლსაც ეგრევე წაგტაცებენ, ერთი წამით თვალი თუ მოუხუჭეო. თან გეები არიან და თან ქალებს გვტაცებენ 🙂
ეს ხალხი მართავს ქვეყანას. დენი კი არა, სიცოცხლე როგორ გვაქვს საერთოდ.
და ეს ხალხი ამბობს კონგრესმენ ჯო უილსონზე არასერიოზულიაო

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი