ირაკლი კობახიძე – ვინც არის დაკავებული საბოტაჟით საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ვინც საკუთარ ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მათ მიაკითხავთ სამართალი

ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ ვინმე აწარმოებს საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, ყველას მიაკითხავს სამართალი, ეს ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ეს აუცილებლად ასე იქნება იმიტომ, რომ დღეს სახელმწიფო არის ძლიერი, როგორც არასდროს“.

„ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმეზე გამოძიების დაწყება და მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოძიება ბოლომდე იყოს მიყვანილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ვინც არის დაკავებული საბოტაჟით საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ვინც საკუთარ ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მათ მიაკითხავთ სამართალი და ეს აუცილებლად ასე იქნება იმიტომ, რომ დღეს

სახელმწიფო არის ძლიერი, როგორც არასდროს. შესაბამისად, ჩვენ დავუპირისპირდებით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგო დაპირისპირების ყველა მცდელობას“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო. სუს-ის ინფორმაციით, საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშებით, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რაც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას. სუს-ში განმარტავენ, რომ კამპანიის მიზანია დეზინფორმაციის გავრცელებით შეიქმნას ყალბი აღქმა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსული ტურისტებისთვის არასასურველი გარემოა შექმნილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ