“ტაძარში დასვენებაზე უარის თქმა დაფუძნებულია საეკლესიო სამართლის ნორმებზე და არა პირად თუ სუბიექტურ მიზეზებზე…” – ზუგდიდის წმ. მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ეკლესია განცხადებას ავრცელებს

სა­მეგ­რე­ლო­ში 26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ას გლო­ვო­ბენ. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალი სეფ­სი­სით გარ­და­იც­ვა­ლა. ლანა ლა­ტა­რი­ას 2 შვი­ლი დარ­ჩა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ღა­მით მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ გახ­და, რის შემ­დე­გაც ქო­ბუ­ლეთ­ში, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

გარ­დაც­ვლი­ლის მამა ზაალ ლა­ტა­რია, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში ბრძო­ლებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ორი დღის წინ დაბ­რუნ­და. გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტა­ძარ­ში ქა­ლიშ­ვი­ლის დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა.

ამ ამ­ბავს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ზუგ­დი­დის წმ. მო­ცი­ქულ­თა თავ­თა პეტ­რე­სა და პავ­ლეს ეკ­ლე­სია ეხ­მა­უ­რე­ბა და გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს:გან­ცხა­დე­ბა­ში წე­რია, რომ ეკ­ლე­სი­ი­სა და მე­უ­ფის მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმუ­ლი აგ­რე­სია და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლია.

“გუ­ლის­ტკი­ვი­ლით ვა­დევ­ნებთ თვალს ბოლო დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს…​პირ­ველ რიგ­ში, უდი­დეს თა­ნაგ­რძნო­ბას ვუ­ცხა­დებ ოჯახს. შვი­ლის და­კარ­გვა გა­უ­ნე­ლე­ბე­ლი ტკი­ვი­ლია და უფალ­მა მის­ცეს ოჯახს სუ­ლი­ე­რი ძალა ამ უმ­ძი­მე­სი გან­საც­დე­ლის გა­და­სა­ტა­ნად.

​მე­ო­რე მხრივ, უდი­დე­სი შეც­დო­მაა ის აგ­რე­სია და ლან­ძღვა, რაც ეკ­ლე­სი­ი­სა და მე­უ­ფის მი­სა­მარ­თით წა­მო­ვი­და.​ეკ­ლე­სი­ას აქვს სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ტრა­დი­ცა, წესი და კა­ნო­ნე­ბი, რო­მელ­თაც სა­სუ­ლი­ე­რო პირი სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით ვერ შეც­ვლის. ტა­ძარ­ში დას­ვე­ნე­ბა­ზე უა­რის თქმა და­ფუძ­ნე­ბუ­ლია სა­ეკ­ლე­სიო სა­მარ­თლის ნორ­მებ­ზე და არა პი­რად თუ სუ­ბი­ექ­ტურ მი­ზე­ზებ­ზე, რო­გორც ამას უსა­ფუძ­ვლოდ წარ­მო­ა­ჩე­ნენ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზო­გი­ერ­თი წევ­რი.ეკ­ლე­სი­ის­გან იმის მო­თხოვ­ნა, რომ სა­კუ­თარ სწავ­ლე­ბას გა­და­უხ­ვი­ოს, უბ­რა­ლოდ არას­წო­რია.​ მე­დია სივ­რცე­ში თუ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ლან­ძღვა-გი­ნე­ბი­თა და ცი­ლის­წა­მე­ბით გარ­დაც­ვლი­ლის სულს ვე­რაფ­რით და­ვეხ­მა­რე­ბით. თუ მარ­თლა გვინ­და თა­ნად­გო­მა, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აგ­რე­სი­ის ფრქვე­ვას სჯობს, ყვე­ლამ, ვი­საც გული შეს­ტკი­ვა, ვი­ლო­ცოთ მისი სუ­ლის­თვის და ღმერ­თს წყა­ლო­ბა ვთხო­ვოთ.​ღმერ­თმა გა­აძ­ლი­ე­როს ოჯა­ხი ამ უდი­დეს გან­საც­დელ­ში და მოგ­ვცეს ყვე­ლას გო­ნი­ე­რე­ბა და სიბ­რძნე, რათა სწო­რად გან­ვსა­ჯოთ ასე­თი სენ­სი­ტი­უ­რი სა­კი­თხე­ბი და ვი­ყოთ მე­ტად წინ­და­ხე­დუ­ლე­ბი. მრა­ვალ­ჟა­მი­ერ თქვენს მწყემსთავ­რო­ბას მე­უ­ფეო,” – წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ასევე დაგაინტერესებთ