“ტაბულა”-ს რედაქტორი ლევან სუთიძე:
ადამიანის მიერ რწმენის აშკარა უარყოფის გარეშე, რომლითაც პირი თავს დააყენებდა ეკლესიის მიღმა, უარის თქმა წესის აგებასა და ეკლესიაში დასვენებაზე არის სრული სიგიჟე.
თვითმკვლელობის შემთხვევაშიც კი – და ეს კონკრეტულ შემთხვევას არ ეხება, რადიკალურ მაგალითად მომყავს – როცა ადამიანი თავში დაიხლის ტყვიას, არავინ იცის შეინანა თუ არა მან ბოლო წამს.
ღმერთი ტყვიაზე სწრაფია. მას შეუძლია დროის იმ უმცირეს, მიკროსკოპულ მონაკვეთში აღძრას სინანული.
არავინ იცის როდის აცხოვნებს ყოვლისშემძლე ღმერთი ადამიანს, როდის მისცემს მას სინანულის შესაძლებლობას – ღვთისთვის მხოლოდ ათასი დღე არ არის როგორც ერთი დღე, ერთი წამიც შეიძლება იყოს ცხონებისთვის საკმარისზე მეტი დრო.
სწორედ იმის გამო, რომ არ ვიცით მოასწრო თუ არა ღმერთმა ადამიანის გულის აღძვრა სინანულისკენ ან მიიღო თუ არა ადამიანმა ეს გადაწყვეტილობა საღ გონებაზე, ეკლესიამ უნდა აუგოს წესი.
ცოდვის ჩადენაზეც იგივე ლოგიკაა – იესო ნაზარეველი არის ბოლოს მოსულთა ღმერთი, მეათერთმეტე ჟამის მუშაკთა ღმერთი და იმათი ღმერთიც, ვინც მაშინ მივიდა მასთან, როცა თორმეტს წუთები აკლდა.
ეს შეიძლება მოხდეს ჩვენი საათისთვის უმნიშვნელო დროს. მილიწამებში. კაცობრივი ლოგიკა აქ ვერ გავრცელდება.
არ ვიცი არანაირი გარემოება კონკრეტული შემთხვევის შესახებ და ვერც გავიგე დანამდვილებით, მაგრამ თუ ადამიანს საჯაროდ არ უარუყვია ეკლესია და არ განდგომია რწმენას, ეკლესიამ უნდა ილოცოს მისთვის, რაც ნიშნავს მის დასვენებასაც ტაძარში




