ქართველებს შორის დაპირისპირება ესპანეთში, რომელიც მკვლელობით დასრულდა – რას წერს საერთაშორისო მედია: “მანქანა დიდი სიჩქარით შეეჯახა ჟორასა და რაინდის”

2026 წლის მარ­ტში ეს­პა­ნე­თის კუნ­ძულ მე­ნორ­კა­ზე მომ­ხდარ­მა სის­ხლი­ან­მა და­პი­რის­პი­რე­ბამ, რო­მელ­საც 51 წლის ქარ­თვე­ლი მიგ­რან­ტი ემსხვერ­პლა, სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. თე­მას სტა­ტი­ე­ბი მი­უ­ძღვნეს ისეთ­მა გავ­ლე­ნი­ან­მა გა­მო­ცე­მებ­მა, რო­გო­რე­ბი­ცაა გერ­მა­ნუ­ლი Deutsche Welle (DW) და ეს­პა­ნუ­რი La Vanguardia.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტრა­გე­დია გა­ზა­ფხულ­ზე მოხ­და, ეს­პა­ნურ პრე­სა­ში საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე აქ­ტი­უ­რი მსჯე­ლო­ბა ივ­ლი­სის ბო­ლოს ხე­ლახ­ლა გა­ნახ­ლდა. მი­ზე­ზი La Vanguardia-ს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ციკ­ლი („მა­ფი­ის ის­ტო­რი­ე­ბი“) და საქ­მის მა­სა­ლე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა გახ­და, სა­დაც პო­ლი­ცი­ამ გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან ექ­სკლუ­ზი­უ­რი დე­ტა­ლე­ბი და და­კი­თხვის ოქ­მე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

საქ­მე ეხე­ბა მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლე­ბის ორ ჯგუფს შო­რის წარ­მოქ­მნილ კონ­ფლიქტს, რო­მე­ლიც ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და.

კონ­ფლიქ­ტი ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში

მოვ­ლე­ნე­ბი 2026 წლის მარ­ტში, და­სახ­ლე­ბა სა-კა­ლე­ტა­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­ი­წყო. ობი­ექ­ტზე თა­ბა­შირ-მუ­ყა­ოს (ეს­პა­ნეთ­ში ცნო­ბი­ლი რო­გორც Pladur) მონ­ტაჟ­ზე ქარ­თვე­ლე­ბის ბრი­გა­და მუ­შა­ობ­და. დი­ლის 10 სა­ა­თის­თვის შე­ნო­ბა­ში შე­იჭ­რა თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­თა მე­ო­რე ჯგუ­ფი.

თავ­დამ­სხმე­ლე­ბი ხელ­კე­ტე­ბი­თა და და­ნე­ბით იყ­ვნენ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­ნი. გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, თავ­დას­ხმის მი­ზე­ზი შრო­მი­თი ბაზ­რის გა­და­ნა­წი­ლე­ბა და ობი­ექ­ტის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის მცდე­ლო­ბა გახ­და. ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი მძი­მედ და­შავ­და. ორი მათ­გა­ნი – თავ­დამ­სხმელ­თა­გან ერთი და მუ­შა­თა ბრი­გა­დის წევ­რი – მკლა­ვი­სა და გულ-მკერ­დის არე­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

თავ­დას­ხმი­დან შუ­რის­ძი­ე­ბამ­დე: 51 წლის რა­ინ­დის და­ღუპ­ვა

და­პი­რის­პი­რე­ბა ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. მომ­დევ­ნო დღეს, კალა-დე-ბლა­ნე­სის მი­და­მო­ებ­ში, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი – ჟორა, რა­ინ­დი და მისი ძმა – დაჭ­რი­ლი მე­გობ­რის ავ­ტო­მო­ბილ­თან იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ამ დროს ტე­რი­ტო­რი­ას იჯა­რით აღე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით მი­უ­ახ­ლოვ­და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ჯგუ­ფის ოთხი წევ­რი. მან­ქა­ნა დიდი სიჩ­ქა­რით შე­ე­ჯა­ხა ჟო­რა­სა და რა­ინ­დის. 51 წლის რა­ინ­დი, რო­მე­ლიც ეს­პა­ნეთ­ში სულ რა­ღაც 8 თვის ჩა­სუ­ლი იყო, დარ­ტყმის შე­დე­გად მძი­მედ და­შავ­და და მე­ო­რე დღეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, გარ­დაც­ვლი­ლი არ­ცერთ ჯგუფ­ში არ შე­დი­ო­და და ის შემ­თხვე­ვი­თი მსხვერ­პლი გახ­და.

პო­ლი­ცი­ის გა­მო­ძი­ე­ბა და და­კა­ვე­ბე­ბი

თავ­და­პირ­ვე­ლად ეს­პა­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ცია ვა­რა­უ­დობ­და, რომ საქ­მე ეხე­ბო­და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის ან­გა­რიშს­წო­რე­ბას, თუმ­ცა გა­რე­მო­ე­ბე­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ დად­გინ­და, რომ კონ­ფლიქ­ტი ჩვე­უ­ლებ­რივ მშე­ნებ­ლებს შო­რის მოხ­და.

ავ­ტო­მო­ბილ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი GPS სის­ტე­მის წყა­ლო­ბით, პო­ლი­ცი­ამ მან­ქა­ნას ქა­ლაქ სო­ი­და­დე­ლა­ში მი­აგ­ნო. ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი­დან ორი პირი იქვე, მახ­ლო­ბელ მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­ა­კა­ვეს, ხოლო ჯგუ­ფის კი­დევ ერთი წევ­რი, რო­მე­ლიც ბარ­სე­ლო­ნა­ში გაქ­ცე­ვას ცდი­ლობ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ა­კა­ვეს.

“ეს შემ­თხვე­ვა კი­დევ ერთხელ წარ­მო­ა­ჩენს უცხო­ეთ­ში მო­მუ­შა­ვე მიგ­რან­ტე­ბის მძი­მე შრო­მით პი­რო­ბებ­სა და იმ არა­ჯან­საღ გა­რე­მოს, რო­მელ­საც ხში­რად გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი და მწვა­ვე ფი­ნან­სუ­რი კონ­კუ­რენ­ცია ქმნის” – წერს ეს­პა­ნუ­რი მე­დია.