“თითოეული ჩვენგანისთვის ეს იყო უდიდესი ტრაგედია და რაც მთავარია, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში წინასწარ იყოს ყველაფერი გაკეთებული იმისათვის, რომ თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის ტრაგედიები. ამ მიმართულებით კონკრეტულად მყინვარული პროცესების კუთხით სამუშაოები ჩატარდა შვეიცარულ კომპანიასთან ერთად და არის წინასწარი კვლევის შედეგები. სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის საფრთხეები. ეს იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, პირველ რიგში დაღუპულთა ოჯახებისთვის და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სამძიმარს მათ მიმართ.
მაშინ თქვენ იცით, რომ მთელი სახელმწიფო აპარატი იყო მობილიზებული იმისათვის, რომ წარმატებით განხორციელებულიყო სამძებრო სამუშაოები. სამაშველო სამსახური იყო თავიდან ბოლომდე იყო ჩართული, შსს იყო მთლიანად მობილიზებული, ჩართული იყო სხვადასხვა უწყება და ამაზე იყო კონცენტრირებული მთელი სახელმწიფო უწყება და ასეთ დროს პარალელურ რეჟიმში გვესმოდა სხვადასხვა ტიპის სპეკულაციები” | ამბობს კობახიძე შოვის ტრაგედიის 3 წლისთავთან დაკავშირებით. ის დღეს რაჭაში ჩავიდა
შოვის ტრაგედიიდან დღეს 3 წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 16:00 საათზე შოვში ღვარცოფი მოვარდა, რომელსაც 33 ადამიანი ემსხვერპლა. კურორტზე მოვარდნილმა ტალახის უზარმაზარმა მასამ წაიღო კოტეჯები, სადაც ათობით ადამიანი იმყოფებოდა, მანქანები, მდინარეზე გადასასვლელი ხიდები, მოგლიჯა ხეები… ადგილზე სამაშველო სამსახურები ღვარცოფში მოყოლილმა ადამიანებმა გამოიძახეს. სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე მაშველებს მუშაობა გაუჭირდათ. სამაშველო ვერტმფრენი კი შოვში მომხდარიდან სამი საათის შემდეგ ჩაფრინდა




