ბესო სოლომანაშვილი: ვღმუი სიმწრისგაანნნ!!!!::::: თქვენ იცავთ ქართველობას??? რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი სამხედრო, ეკლესიამ უდიდესი ტრაგედიისას ეკლესიაში არ შეუშვა

მწერალი, პედაგოგი, რეჟისორი, სცენარისტი ბესო სოლომანაშვილი:
ვღმუი სიმწრისგაანნნ!!!!:::::
თქვენ ხართ ბიჭო ქრისტიანები, ქოცებო, თქვენ იცავთ ქრისტიანობას?? თქვენ იცავთ ქართველობას??? რუსების წინააღმდეგ მებრძოლი შვილმკვდარი ქართველი მებრძოლი ეკლესიაში არ შეუშვით!!!!
საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველა ომის მონაწილეს, ამჟამად კი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ზაალ ლატარიას გარდაეცვალა ქალიშვილი ლანა ლატარია.
ლანა ლატარია გარდაიცვალა ორსულობის პერიოდში ინტოქსიკაციის (მოწამვლის) შედეგად განვითარებული სეფსისით.
დარჩა ორი მცირეწლოვანი შვილი.
და ზაალ ლატარიას ეკლესიამ უარი უთხრა შვილის ეკლესიიდან გამოსვენებაზე.
ანუ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი სამხედრო, ეკლესიამ უდიდესი ტრაგედიისას ეკლესიაში არ შეუშვა.
!!!!!!!!!!!! ქართველი სამხედრო, რომელიც საქართველოს მტრის წინააღმდეგ იბრძვის, უდიდესი ტრაგედიის დროს ეკლესიამ ეკლესიაში არ შეუშვა.
გესმით ამ ფრაზის შინაარსი ბოლომდე?-
!!!!!!!!!!!!! ქართველი სამხედრო, რომელიც საქართველოს მტრის წინააღმდეგ იბრძვის, უდიდესი ტრაგედიის დროს ეკლესიამ ეკლესიაში არ შეუშვა.
ხო და ამ უბედურებაზე რომ არ ვწერდე, მართლა უბინძურესი ლანძღვის ღირსები ხართ.
სად ყრიან ის ტრადიციების დამცველები? თუ რუსების ტრადიციებს იცავენ….
ალბათ ამბროსი ხელაია და ყველა ქართველი სამშობლოსთვის თავდადებული წმინდანი ერთად გოდებენ ზეცაში.
ეს იცით რა არის?-1923 წლის 18 თებერვალს ბოლშევიკებმა მოწამეთა რომ დაარბიეს  და წმინდა დავით და კონსტანტინე მხეიძეების წმინდა ნაწილები ამოიღეს აკლდამიდან, დააზიანეს და მატარებლით ქუთაისში წაიღეს,- აი ეგ არის დაახლოებით.
ქოცეებოოოოო!!!!! კიდე ვერაფერს ვერ ხვდებით ხოოოო!!!!!

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე – შოვის განაშენიანების გეგმა უნდა გაუქმდეს, გარემოსდაცვითი შეფასება უნდა დაიწყოს – არ შეიძლება კალაპოტში ვაშენოთ, იგივე იყო ვერეს ხეობაში, მთელი უბედურება იმაშია, რომ ვაგრძელებთ და ვერ გავიგეთ