ცირა ელი­საშ­ვი­ლი: თბილისი ისტორიაა და მისი ბედი ხელისუფლებაში შემთხვევით მოხვედრილი ჩინოვნიკების გადასაწყვეტი არ არის! არ ახლოთ ხელი ხეებს!

ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ცირა ელი­საშ­ვი­ლი:
მეგობრის გვერდზე ვნახე, რომ რუსთაველზე ჭადარი მოუჭრიათ. ამის შიში დიდი ხანია მაქვს, არადა ევროპაში ჭადარი მთავარი ურბანული ხეა, რომელსაც ეკოლოგები ჟანგბადის ფაბრიკას უწოდებენ.
თბილისის მერია / Tbilisi City Hall პაოლო იაშვილი ქუთაისის ბულვარში დიდი ჭადრის ხეზე რომ იჯდა და გამვლელებს საკუთარ ლექსებს დასძახოდა, ეგ თქვენ არ გეცოდინებათ. თუმცა დარწმუნებული ვარ, არც ის იცით, რუსთაველის 30 ნომერთან, ზუსტად ალ. ჭავჭავაძის და რუსთაველის გამზირის გადაკვეთაზე რომ ჭადარი დგას, მას თბილისი ლადოს ჭადარს ეძახის. რადგან ცხემის ქუჩიდან ჭავჭავაძეზე გამოსული ანიკო ვაჩნაძე სწორედ ამ პერიმეტრზე ჩანდა ყველაზე დიდხანს და მასზე შეყვარებული ლადო ასათიანი საათობით იდგა აღნიშნულ ხესთან.
თბილისი ისტორიაა და მისი ბედი ხელისუფლებაში შემთხვევით მოხვედრილი ჩინოვნიკების გადასაწყვეტი არ არის!
არ ახლოთ ხელი ხეებს!
P.S. ფოტოზე ლადოს ჭადარია