„მითების დეტექტორმა“ 4 ტროლი გამოავლინა, რომელსაც სახელისუფლებო მედია, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მიზნით როგორც არქეოლოგს, ექიმს, პოლიტოლოგს და ბლოგერს ციტირებდა

სხვადასხვა დროს „მითების დეტექტორმა“ 4 ტროლი გამოავლინა, რომელსაც სახელისუფლებო მედია, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მიზნით როგორც არქეოლოგს, ექიმს, პოლიტოლოგს და ბლოგერს ციტირებდა. აქედან 3 ყალბი ანგარიში სხვის იდენტობას იპარავდა, 1 კი ხელოვნური ინტელექტით იყო გენერირებული.
1️⃣ ქეთევან მიქიაშვილი – პროსახელისუფლებო მედიები ქეთევან მიქიაშვილს არქეოლოგად მოიხსენიებდნენ და ხშირად ციტირებდნენ, თუმცა ის რეალურად არ არსებობს. ამ დრომდე მიქიაშვილმა საკუთარ ანგარიშზე გვარი სამჯერ შეცვალა – თავდაპირველად თოლორაია იყო, შემდეგ ტურიაშვილი.
📖 ჩვენი მასალები:
2️⃣ ნათია თოფურია – სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიები ციტირებდნენ „ექიმ“ ნათია თოფურიასაც, რომელიც სინამდვილეში ნათია დვალის ფოტოებს იყენებდა. 2026 წლის 13 იანვარს მისი სახელით გავრცელებული პოსტი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეეხებოდა. ამ ტროლ ანგარიშს მაშინ შვიდი მედია ციტირებდა.
📖 ვრცლად:
3️⃣ ნიკოლოზ ღლონტი – „მითების დეტექტორის“ მიერ გამოვლენილი კიდევ ერთი ტროლი, რომელიც ინტერვიუს რუსი არტიომის ფოტოთი იძლეოდა, ხოლო სახელისუფლებო მედიები მას პოლიტოლოგად მოიხსენიებდნენ.
📖 ვრცლად:
4️⃣ გიორგი აღაპიშვილი – ფეისბუქგვერდი, რომელიც ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ფოტოს იყენებდა და თავს პოლიტოლოგად ასაღებდა. გვერდი 2019 წლის 22 ივლისს, „გავრილოვის ღამიდან“ ერთი თვის შემდეგ შეიქმნა და სანქცირებამდე სამი ადმინისტრატორი ჰყავდა.
📖 ვრცლად: