mythdetector.com: რამდენი სახელი და ფოტო გამოიცვალა ტროლმა, რომელსაც სახელისუფლებო მედია ციტირებს?

“მითების დეტექტორმა” გამოვალინა დამატებითი ორი ადამიანი, რომელთა ფოტოებსაც პროსახელისუფლებო მედიასაშუალებები ჩვენ მიერ წარსულში ტროლად იდენტიფიცირებული ფეისბუქ-ანგარიშის, ქეთევან მიქიაშვილის შეფასებების გაშუქებისას იყენებს. ამ დრომდე მიქიაშვილმა საკუთარ ანგარიშზე გვარი სამჯერ შეცვალა – თავდაპირველად თოლორაია იყო, შემდგომ ტურიაშვილი, ამჟამად კი პოსტებს მიქიაშვილის გვარით ავრცელებს. ის წარსულში OK.ru-ს რუსულენოვანი მომხმარებლის ფოტოს იპარავდა. 

2025-2026 წლებში სხვადასხვა დროს სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე საინფორმაციო სააგენტოებმა, XNews-მა (1;2;3) და NSP-მ თავიანთ გვერდზე არქეოლოგ ქეთევან ტურიაშვილის განცხადებები გაავრცელეს, რომლებიც აღნიშნული პირის ფეისბუქ პოსტებს ეყრდნობოდა. განცხადებები ოპოზიციის, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი პირებისა და კრიტიკული მედიის წინააღმდეგაა მიმართული და თანხვედრაშია ხელისუფლების პოზიციასთან.

ტროლმა
ტროლმა

რეალურად, ფოტოები, რომლებსაც მედია ქეთევან ტურიაშვილის ფეისბუქ პოსტების გაშუქებისას იყენებს, სხვა ადამიანებს ეკუთვნით. ერთ ფოტოზე მედია მკვლევარი თათია კობიძეა ასახული, ხოლო მეორეზე – დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილი.

ვის ფოტოს იყენებს NSP.ge? 

ფოტო, რომელსაც NSP.ge საჯარო სამსახურში ხელფასების გაზრდის შესახებ ქეთევან ტურიაშვილის ციტატის გავრცელებისას იყენებს, რეალურად მედიამკვლევარს, თათია კობიძეს ეკუთვნის. მას ფოტო ფეისბუქზე 2025 წლის 7 ოქტომბერს აქვს გამოქვეყნებული. NSP-ის სტატია კი 2026 წლის 21 იანვრით თარიღდება.

ტროლმა
თათია კობიძის ფოტო ფეისბუქიდან / NSP-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტო ტურიაშვილის  კომენტარის გაშუქებისას

“მითების დეტექტორი” თათია კობიძეს ვიდეოზარის მეშვეობით დაუკავშირდა. კობიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ფოტო მას ეკუთვნის და გასულ ზაფხულს ესპანეთშია გადაღებული.

ტროლმა
ანაბეჭდი თათია კობიძესთან ვიდეოზარიდან

აღსანიშნავია, რომ ისევე, როგორც სხვა პროსახელისუფლებო მედიასაშუალებები, NSP “არქეოლოგს” სხვადასხვა დროს ორი განსხვავებული გვარით ციტირებდა. საიტის საძიებო სისტემაში იძებნება ტურიაშვილისა და მიქიაშვილის გვარით გამოქვეყნებული სტატიები.

ტროლმა
ანაბეჭდები NSP-ის ვებ-საიტიდან

ვის ფოტოს იყენებს XNews-ი? 
ქეთევან ტურიაშვილის განცხადებების გავრცელებისას საინფორმაციო სააგენტო XNews-მა სამჯერ გამოიყენა ქეთევან თურაზაშვილის ფოტო, რომელიც, სინამდვილეში, საქართველოს X მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო და 2024 წლის არჩევნებისას XI მოწვევის პარლამენტის დეპუტატის მანდატიც მოიპოვა “ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ პარტიული სიით.

ტროლმა
ქეთევან თურაზაშვილი / XNews-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტო ტურიაშვილის განცხადების გავრცელებისას 
წყარო: საქართველოს მედიატორთა ასოციაცია 

ამდენად, გამოვავლინეთ კიდევ ორი ადამიანი, რომელთა ფოტოების გამოყენებითაც საინფორმაციო სააგენტოები ანგარიშ ქეთევან თოლორაია/მიქიაშვილი/ტურიაშვილის მთავრობის მხარდამჭერი პოლიტიკური განცხადებების გავრცელებისას იყენებდნენ.

რა ვიცით ფეისბუქ-ანგარიშის ქეთევან თოლორაია/ტურიაშვილი/მიქიაშვილის შესახებ? 

ფეისბუქ-ანგარიში Katie Toloraya, რომელმაც სახელი შეიცვალა და ჯერ Ketevan Turiashvili გახდა, შემდეგ კი Ketevan Mikiashvili, სხვა ადამიანების ფოტოებს იპარავდა.

თავდაპირველად, Katie Toloraya-ს სახელის მქონე ანგარიში იყენებდა  რუსული სოციალური ქსელის ok.ru-ს მომხმარებლის Альвина ***-ს ფოტოებს. 2025 წლის დეკემბერში Katie Toloraya-ს, რომლის ახალი სახელი და გვარი Ketevan Turiashvili იყო, უკვე  წაშლილი ჰქონდა ძველი ფოტოები.

ტროლმა
ფოტო, რომელსაც Katie Toloraya/Ketevan Turiashvili/ketevan Mikiashvili 2023 წლის ივლისში იყენებდა
ტროლმა
ok.ru-ს მომხმარებელი Альвина

ამ პერიოდში ანგარიშს გამოქვეყნებული ჰქონდა Альвина ***-ს სახის გამოყენებით გენერირებული ფოტო. 2025 წლის ბოლოდან აღნიშნული ფოტო ანგარიშის პირად გვერდზე აღარ იძებნება.

ტროლმა
ფოტო, რომელიც Ketevan MIkiashvili/Turiashvili-ის პროფილზე დეკემბრის დასაწყისში იძებნებოდა

მტკიცებულება იმისა, რომ Katie Toloraya და Ketevan Mikiashvili/Turiashvili ერთი და იგივე ანგარიშია, ის პროფილის ფოტოა, რომელსაც Katie Toloraya 2025 წელს იყენებდა. ეს ფოტო Ketevan Mikiashvili/Turiashvili-ის ფოტოებში ახლაც იძებნება.

ტროლმა

ფეისბუქ-ანგარიშმა განმარტა, რომ სოციალურ ქსელში გვარის რამდენჯერმე შეცვლის მიზეზი გახდა ვერიფიკაციის გავლა და ანგარიშის უსაფრთხოების გაძლიერება. პოსტი 26 იანვრით თარიღდება, თუმცა ანგარიშს ვერიფიკაციის ნიშანი ამ დრომდე არ აქვს. პოსტის თანახმად, მიქიაშვილი მისი “ნამდვილი გვარია”, ტურიაშვილი – მეუღლის. აღსანიშნავია, რომ ის არ ახსენებს გვარ თოლორაიასა და არ წერს იმ ფოტოების გამოყენების შესახებ, რომელიც სინამდვილეში მას არ ეკუთვნის.

აღსანიშნავია, რომ ამავე პირს, ქეთევან ტურიაშვილის სახელით პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელეკომპანიები (TV imediPOSTVRustavi2) 2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის იანვრამდე შუალედში სხვადასხვა თემაზე აქტიურად ციტირებდნენ. მედიასაშუალებები იყენებდნენ ფოტოს, რომლის გადამოწმებაც ღია წყაროებში ვერ მოვახერხეთ. ფოტოს გადამოწმებას ართულებს ის ფაქტი, რომ მასზე გამოსახულ პირს სათვალე უკეთია.

“მითების დეტექტორმა” აქამდეც შეისწავლა, თუ როგორ აშუქებენ პროსახელისუფლებო ტელევიზიები და საინფორმაციო სააგენტოები ყალბი ანგარიშების განცხადებებს. რა არის ცნობილი მათი იდენტობისა და საქმიანობის შესახებ, ვრცლად წაიკითხავთ მასალებში:

არქივის ბმულები: 12.

ასევე დაგაინტერესებთ