ამჟამად, რუსეთის მიერ ნატო-ზე პირდაპირი სამხედრო თავდასხმა შეუძლებელია, – ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, რაივის მელნისმა განაცხადა.
ლატვიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მსგავსი დასკვნები მხოლოდ საზოგადოების დასამშვიდებლად არ კეთდება.
მისი თქმით, ფართომასშტაბიანი ოპერაციისთვის რუსეთს უკრაინიდან სამხედრო ძალების ბალტიისპირეთის ქვეყნებთან გადაყვანა მოუწევს, რასაც ნატო წინასწარ შეამჩნევს.
„რუსეთი უკრაინაშია გაჭედილი. უკრაინა წარმატებით ახორციელებს სამხედრო ოპერაციებს, ანადგურებს რუსეთის ლოგისტიკას და ზურგში მდებარე სამიზნეებს ურტყამს, რაც რუსეთს შემდგომი შეტევის განხორციელებაში ხელს უშლის“, – განაცხადა რაივის მელნისმა.




