მამუკა გამყრელიძე: მინდა შევახსენო ბატონ პრემიერს, რომ ჩინეთის “მშვიდობასა და სტაბილურობას” უზრუნველჰყოფს ჩინეთის არმია, რომლის შემადგენლობის რაოდენობა 2 მლნ ჯარისკაცია

მამუკა გამყრელიძე, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი 2011–2013 წლებში:
ბატონმა პრემიერმა გუშინ ბრძანა, რომ “იმ პრინციპებს შორის რომლებიც ჩინეთსა და საქართველოს აერთიანებს მშვიდობასა და სტაბილურობას განსაკუთრებული ადგილი უკავია.”
მინდა შევახსენო ბატონ პრემიერს, რომ ჩინეთის “მშვიდობასა და სტაბილურობას” უზრუნველჰყოფს ჩინეთის არმია, რომლის შემადგენლობის რაოდენობა 2 მლნ ჯარისკაცია. ამას ემატება დიდი რეზერვი და გასამხედროებული პოლიცია.
არმიის ბიუჯეტი, 336 მლრდ. დილარი, მეორეა აშშ-ს შემდეგ. ფლოტი მსოფლიოში ყველაზე დიდი გემების, წყალქვეშა ნავების და საზღვაო დესანტის რაოდენობით. აქვთ სამი ავიამზიდი.
ჰაერიდან მე-5 თაობის გამანადგურებლები და სტრატეგიული ავიაცია იცავს.
ტანკებზე, არტილერიაზე და სხვა წვრილფეხობაზე აღარაფერს დავწერ.
ჩვენ რითი ვიცავთ ქვეყნის მშვიდობას და სტაბილურობას ? უმსგავსო რიტორიკით და დასავლეთის მტრად გადაკიდებით ? შემთხვევით ჩინეთის იმედად ხომ არ ვართ ? თუ რომელიმე მეზობლის ?
მინდა გაგაწბილოთ. არავინ თითსაც არ გაანძრევს ჩვენი მშვიდობის დასაცავად. მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ იქით რაიმე არ წაგვართვან გაპარტახებული არმიის პირობებში.
ერთადერთი რაც გვაერთიანებს ჩინეთთან არის პარტიის დიქტატურა. ოღონდაც ეს მათ საკანონმდებლო დონეზე აქვთ მიღებული. როგორც ჩანს საქართველოც ამ გზას დაადგა

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – აშშ-ის რეაქცია მიუთითებს, რომ საქართველოს გადარჩენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმისა და ივანიშვილის გარეშე – ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება აშშ-ისგან

ვახტანგ ნაცვლიშვილი: იმას, რასაც ნოდარ დუმბაძის გარშემო მთავრობა აკეთებს, ჰყავს უმთავრესი ადრესატი: შუა ხნის კაცები, რომელთა დიდი უმრავლესობა ან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, ან უმუშევარია, ან ფეხზე იმით დგას, რომ ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში