მამუკა გამყრელიძე, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი 2011–2013 წლებში:
კარგია, როცა ძლიერი მეზობელი გყავს და თანაც თუ მეგობრობ მასთან. ეს უსაფრთხოების ერთგვარ შეგრძნებას გიქმნის. მაგრამ ეს ვითარება უსაფრთხოა მანამ, სანამ შენი და მეზობლის ძალები გარკვეულ თანაფარდობაშია. როდესაც ძალების დისბალანსი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, შენ ავტომატურად ხვდები პოტენციური მსხვერპლის როლში. ეს ბუნების კანონია.
ჩვენ სულ ოთხი (სახმელეთო) მეზობელი გვყავს. აქედან ერთი ძლიერი და ღია მტერი. კიდევ ერთი ძლიერი, მაგრამ NATO-ს წევრი, რომელსაც სწორედ ამ ორგანიზაციის წევრობა აკავებს. კიდევ ორი მეგობარი, რომლებთანაც ძალთა ბალანსი მეტნაკლებად თანაბარი გვქონდა. ახლა ეს ბალანსი მკვეთრად დაირღვა. ორივე ეს მეზობელი რადიკალურად ძლიერდება სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით. ჩვენ კი შესამჩნევად ვსუსტდებით.
მეგობრობა არსებობს მხოლოდ პერსონალიებს შორის და ისიც ხშირად ირღვევა. სახელმწიფოებს შორის არსებობს მხოლოდ საერთო ინტერესები, რომლებიც ძალის პრინციპს ეყრდნობიან.
ჩვენ ახლა პოტენციური მსხვერპლის როლში ვიმყოფებით და ეს პოტენციურობა რეალობად იქცევა მაშინ, როცა მსოფლიოს ახალი გადალაგება აქტიურ ფაზაში შევა. მანამდე კი არც ისე შორია.




