„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლაშა ფარულავა:
ახალგაზრდა ქართველ, კუნთმაგარ აიათოლისტებს მინდა სამიზნის სწორად შერჩევაში დავეხმარო
მაგალითად, დიდგორობა ქართველი ერის უდიდესი გამარჯვების დღეა
ისიც ფაქტია, რომ თურქეთისთვის ეს თარიღი არასოდეს ყოფილა სასიამოვნო და დიდგორის მასშტაბური აღნიშვნა მათ ყოველთვის აღიზიანებდათ
სწორედ ამიტომ, გასულ წელს, დიდგორობის დღეს, მიხეილ ყაველაშვილი ანკარაში ერდოღანს ეახლა, ოღონდ ვინმეს პრეზიდენტი დაეძახებინა და ყველაფერს გადაუარა
ეს იყო ეროვნული ღირსების დაკნინება და ამ დღის სიმბოლური მნიშვნელობის უგულებელყოფა
ყაველაშვილს ამაზე პასუხს მოსთხოვთ?
მაგრამ ამაზე უარესიც ვნახეთ
ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში თემურ ლენგის მემორიალი გვირგვინით შეამკო, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა თბილისში, ირანის საელჩოსთან ერთად, შაჰ-აბასის საქართველოში ლაშქრობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა
ახლა კი მინდა სწორედ იმ კუნთმაგარ “პატრიოტებს“ მივმართო
თუ მართლაც ეროვნული ღირსება გაწუხებთ, თქვენი მისამართი სხვაა
ერთი ათონელის ქუჩაზეა, მეორე ინგოროყვაზე
მიდით იქ და ჩვენც მოვალთ
რეპრესირებული, ნაცემი და სახელმწიფო ტერორის გავლილი ადამიანებისთვის ჩასაფრება არც ვაჟკაცობაა და არც პატრიოტიზმი
ეს ჩვეულებრივი ლაჩრობაა
როგორც ვაჟა-ფშაველა ამბობს:
„არც ის მგონია ბიჭობა,�ვისაც ერევი, ახრჩობდე;�ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,�რომ სხვის დამჩაგვრელსა სწამლობდე.“
ეს ივანიშვილისეული გზა უკვე ბევრს გაუვლია
„ქართული მარში“, ფაშისტური დაჯგუფებები, „ალტ-ინფო“
ყველა ერთი და იმავე სცენარით დაიწყო და საბოლოოდ ერთსა და იმავე შედეგამდე მივიდა
საქართველო არც ოქტაგონია და არც ტატამი
ეს სამი ათასი წლის ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების ქვეყანაა
ქართველობას ამ ერს ვერავინ ასწავლის მუშტებით, მუქარითა და ძალადობით
ამიტომ, სჯობს ჯერ სარკეში ჩაიხედოთ
იქ უფრო მეტ პასუხს იპოვით, ვიდრე ქუჩაში ძალის დემონსტრირებით




