დათო სიმონია: ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულისა და მუხურის ტყეებში მოიჭრება “წითელ ნუსხაში” შეტანილი ხეები. გულის გასახეთქი ამბავია

ილუსტრატორი დათო სიმონია:
ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულისა და მუხურის ტყეებში მოიჭრება “წითელ ნუსხაში” შეტანილი ხეები:
🪵 7,533 ცალი წაბლი
🪵 2,115 ცალი კოლხური ბზა
🪵 40 ცალი უთხოვარი
გულის გასახეთქი ამბავია. მთავრობის განკარგულება 2026 წლის 9 ივლისსაა გაცემული https://cutt.ly/Byy7dfkU ბოლოში წერია, კომპანია კომპენსაციას გადაიხდის და “აღდგენით სამუშაოებს” ჩაატარებსო.
რითი უნდა დააკომპენსირო ან როგორ უნდა აღადგინო, მაგალითად, გაჩეხილი ასწლოვანი ბზა? მაქსიმუმ, ახალი დარგო და 100 წელი ელოდო გაზრდას. ისიც, თუ გაიზრდება. “წითელ ნუსხაში” ისეთი სახეობებია შეტანილი, რომლებიც გადაშენების პირასაა, ანუ ახლა ყველაზე მეტად უჭირთ.
გაჩეხილი ტყის ადგილას ქარის კერძო ელექტროსადგურებს დადგამენ. გაურკევეველია, რისთვის. თუ კრიპტოვალუტის ბუმს გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ – მაინინგისთვის. რაც არ უნდა იყოს მიზნობრიობა, საგანგაშო ამბავია.
ამას ემატება ისიც, რომ შარშან ბორჯომში, აღაიანში, ონისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ტყის სტატუსი შეუწყდა და გაიყიდა ჯამში 5 630 989 კვადრატული მეტრი ტყე. რომ წარმოიდგინოთ, ესაა დაახლოებით 790 ფეხბურთის მოედანი ერთად.
ორივე განკარგულებას – იშვიათი ხეების გაჩეხვასა და ტყეების გაყიდვაზე – ხელს ი.კობახიძე აწერს. სანამ ჩვენ იუმორისტებს დავსდევთ, საქართველოს სახელმწიფოებრივი სხეული იყიდება და სახიჩრდება.

ასევე დაგაინტერესებთ