თორნიკე მიგინეიშვილი: …მხოლოდ ეს განცხადებაც საკმარისია იმისთვის, რომ პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება იმის დასადგენად, რა სავარაუდო უკანონო მოქმედებების განხორციელებას აპირებს ე.წ. „სიწმინდეების დამცველი ორგანიზაცია“

იურისტი თორნიკე მიგინეიშვილი:
„არანაირ საფრთხეს არ მოვერიდებით. მზად ვართ, თითოეულ ჩვენს ქმედებაზე ვაგოთ პასუხი და, საჭიროების შემთხვევაში, ციხეშიც კი წავიდეთ.“
მხოლოდ ეს განცხადებაც საკმარისია იმისთვის, რომ პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება იმის დასადგენად, რა სავარაუდო უკანონო მოქმედებების განხორციელებას აპირებს ე.წ. „სიწმინდეების დამცველი ორგანიზაცია“.
– ვინ არის ორგანიზატორი?
– რა ფორმით აპირებენ საქმიანობის განხორციელებას?
– რატომ მიაჩნიათ, რომ შესაძლოა, ციხეში წასვლა მოუწიოთ?
– რა საფრთხე ელის საზოგადოების დიდ ნაწილ?
გაგახსენოთ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის მუხლით როგორ გაასამართლეთ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთსაც კი არ იცნობდნენ?
გაგახსენოთ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ანდრო ჭიჭინაძე, რის გამო იხდის ორ წლიან სასჯელს?
ადამიანმა პრესკონფერენცია გამართა, საჯაროდ ისაუბრა სავარაუდო სამომავლო ქმედებებზე, აღწერა ჯგუფის ორგანიზების ფორმა და ამ ყველაფერს კანონიერ საქმიანობად მიიჩნევს.
შემთხვევით, სახელმწიფოს მიერ უკვე არაერთხელ კუნთმაგარი ბიჭების დაუსჯელობით გამოწვეული შედეგი ხომ არ არის დღევანდელი ინიციატივა?