დონალდ ტრამპი – ირანთან ღრმა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, თუ შედეგს არ გამოიღებს, მაშინ ძალიან ძლიერ სამხედრო მოქმედებებს დავუბრუნდებით

თუ ირანთან მოლაპარაკებები ჩაიშლება, მაშინ სამხედრო მოქმედებებს დავუბრუნდებით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა Axios-ს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დარტყმების შეჩერების გადაწყვეტილება იმისთვის მიიღო, რათა მოლაპარაკებებისთვის კიდევ ერთი შანსი მიეცა.

„ჩვენ ირანთან ძალიან ღრმა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. თუ ეს შედეგს არ გამოიღებს, მაშინ ძალიან ძლიერ სამხედრო მოქმედებებს დავუბრუნდებით“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე, ტრამპის თქმით, შეთანხმების მიღწევის მიზნით დიპლომატიას დიდ დროს არ მისცემს.

„ეს ან სწრაფად მოხდება, ან საერთოდ არა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი პესკოვი პუტინი-ფაშინიანის საუბარზე – ხაზი გაესვა სომხეთში რეფერენდუმის, რაც შეიძლება მალე ჩატარების აუცილებლობას, რათა განისაზღვროს, თუ რომელი მიმართულებით სურს სომეხ ხალხს სვლა

ეროვნული ბანკი – ბანკები გააგრძელებენ „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად