პროფესორი. პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი:
ისე, ახლა ვხვდები, რა ბრძნული „სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკა ჰქონია რუსეთს ჩვენს მიმართ. აი, წარმოიდგინეთ, ვინმე ზახაროვას მსგავს რომ ნოდარ დუმბაძე გაელანძღა, ან ერეკლე მეორე, ან, ღმერთო მაპატიე, იოანე ნათლისმცემელი, ხომ წარმოგიდგენიათ რა დღეში ჩავარდებოდა მთელი რუსეთი? ონისეს ცემა მხოლოდ რუტინული ვარჯიშია. აი, მტერი თუ იკადრებს იგივეს, მაშინ ვერავინ გააჩერებს “ოცნების” ვაჟკაცებს სანამ ბოლო რუს ჯარისკაცს ცემით სულს არ ამოხდიან. მერე კი, დიტო სამხარაძე ისევ ნაცების გინებას გააგრძელებს, ოღონდ, ამჯერად უკვე კრემლის აივნიდან. მთელი რუსეთისთვის გაკვეთილად რომ დარჩეს რავარია „ჩვენი წმინდანების გინება“.




