პარტია „გირჩის“ წევრი, პროფესორი ალექსანდრე რაქვიაშვილი:
ამ ფოტოზე ე.წ. სქროლვის დეპარტამენტის თანამშრომლებია. ზოგი ახალგაზრდაც კი არის. და წარმოიდგინეთ ეს ხალხი დაბერდა და შვილიშვილი ეკითხება:, „ბაბუ (ბებო), შენ რას აკეთებდი, ახალგზარდა რომ იყავი?“. პასუხად კი მიიღებს „ფეისბუქს ვსქროლავდი, ბაბუ, გინებებს ვეძებდი, და რა გინებაზეც მეტყოდა უფროსობა, იმის ავტორს, ჯარიმას ვუწერდი“… ან „მომკლეს, ბაბუ“-ს უპასუხებს ის, ვინც მიხვდება, თუ რაზე დახარჯა ცხოვრება. ახლა კი ვიღაც ამ ხალხს არწმუნებს, რომ სერიოზულ საქმეს აკეთებს, ფორმაც კი ექნება, და მათი „მუნდირიც“ კი, მათი აზრით, პატივისცემას იმსახურებს. არადა, ჩვეულებრივი მსხვერპლები არიან იმ ბევრი სხვა საჯარო მოხელის მსგავსად, რომელიც, საერთოდ რომ არაფერს აკეთებდეს, საზოგადოებისთვის უკეთესი იქნებოდა, რადგან მთელ ცხოვრებას მავნებლობაზე დახარჯავს, მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიღაც პოლიტიკოსის თავში ცუდი იდეების აყროლებული აჯაფსანდალია.
თუ არაფერი შეიცვალა, ეს ხალხი, მათი საქმიანობა თუ მათი „მუნდირის პატივისცემა“ არც არავის გაახსენდება მომავალში. თუმცა ჩვენ თუ ხელისუფლებაში მოვალთ, ბიუროკრატიის უმრავლესობას პატივით გავაცილებთ სამსახურიდან და 3 წლით შევუნარჩუნებთ ხელფასს. ზოგს, იმიტომ რომ მართლა კარგად იმუშავა და პატივისცემას იმსახურებს, ზოგს კი როგორც რეჟიმის მსხვერპლებს, რომლებმაც ცხოვრება დახარჯეს მავნებლობაზე და დრო და ფული დასჭირდებათ, რომ ოდნავ მაინც მოვიდნენ გონს და რამე მაინც მოასწრონ, სანამ ამ სამყაროში ყოფნის ვადა არ ამოეწურათ




